თბილისის მასშტაბით არაერთი საინტერესო მუზეუმი, გალერეა და ლამაზი სივრცეა, რომელთა შესახებაც შესაძლოა, ბევრმა სტუდენტმა არ იცოდეს. სხვადასხვა სივრცეში მათთვის, ფასის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შეღავათებიცაა. დღეს რამდენიმე საინტერესო ადგილის შესახებ მოგაწოდებთ ინფორმაციას:
საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი - ზრდასრულებისთვის ბილეთის ფასი 5 ლარი, მოზარდებისა და სტუდენტებისათვის კი - 2 ლარია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმში - მოზრდილებისათვის ბილეთის ფასი 15 ლარია, პენსიონერებისთვის, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის კი - 2 ლარი. შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და თანმხლები 1 პირისთვის; 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის; სოციალურად დაუცველ პირთათვის; საბავშვო და სასკოლო ჯგუფის თანმხლები პედაგოგისათვის;
თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მოზრდილი ადამიანისათვის ბილეთის ფასი 8 ლარი,ა მოსწავლეს, სტუდენტს, პენსიონერს 2 ლარად შეუძლიათ, შესვლა.
თბილისის ისტორიის მუზეუმი - ბილეთის ფასი 5 ლარი, მოსწავლეს, სტუდენტს, პენსიონერს - 2 ლარად შეუძლიათ, შესვლა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი - მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები – 0.50 ლარი., უფროსები – 10 ლარი.
თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემდეგი მუზეუმები შედის: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი - თუმცა აქ რეექსპოზიციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში გვითხრეს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში უფროსებისთვის ბილეთის ფასი 10 ლარია, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კი - 2-2 ლარი. გაერთიანებაში შემავალ სხვა მუზეუმებში ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 5 ლარი, მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის 2 ლარია.
საბაგირო რიყეზე 2,5 ლარი, კუს ტბის მიმართულებით კი 1 ლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტები თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტით შეღავათით სარგებლობენ და სტუდენტის ბარათით გადახდის შემთხვევაში, გადასახადი 20 თეთრია.
თამარ იაკობაშვილი