14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ოჯახი 16 იანვრის შემდეგ ეძებს. მოზარდი უკვალოდ გაუჩინარდა. ისინი ოთხშაბათს "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" შვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრებენ. იქამდე კი ანონსი გავრცელდა:
"ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტირილი მისთვის საშინელებაა. არ ვიტირებ, დე." - ამბობს ალექსანდრეს დედა. მისი თქმით, შვილი ეუბნებოდა, რომ მასთან წაეყვანა.
"დე, თავისუფლად მინდა ვიყო. შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლადო." - იხსენებს ალექსანდრეს დედა შვილის ნათქვამს.
"საფეხმავლო ბილიკს გადადის, ხიდთან მისულს პოსტი აქვს დადებული. განგაშის ზარი დავეცი ეგრევე, როგორც კი ეს პოსტი ვნახე." - ამბობს ალექსანდრეს დედა, ნათია.
"დაყრილი არაფერი იყო. ქურთუკიც დაკეცილი, ჩანთა დადებული, ტელეფონი ავიარეჟიმზე დაყენებული." - იხსენებს ალექსანდრეს მამა.
ალექსანდრეს დედა, ნათია, საკუთარ შვილს მიმართავს და ეუბნება, თუ გამოჩნდება, აუცილებლად დედასთან იცხოვრებს.