ცნობილი ფიტნეს ინსტრუქტორი ეკატერინე მეიშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს ღალატზე, რომელიც წლების წინ მეუღლის მხრიდან გადაიტანა:
პირველი მეუღლისგან გოგონა შემეძინა. წლების მერე გავიგე, იმ დღეს, შვილი რომ გავაჩინე, საავადმყოფოში ექთანთან მიღალატა. ისე მოხდა, რომ მერე ამის შესახებ თავად მოვაყოლე. ექთანი სახლში წამოვიყვანეო... ამ ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო 6 წლის შემდეგ დავშორდი. მეუბნებოდა, ოღონდ დამიბრუნდი, ყველაფერს გავაკეთებო. მე ვუთხარი, რომ ვაპატიებდი, თუ ყველაფერს მომიყვებოდა, როდის და სად მიღალატა. მომიყვა... შერიგება გამორიცხული იყო, უბრალოდ მე მინდოდა, რომ სიმართლე მცოდნოდა. ვერაფერს ვუმტკიცებდი და ეს მკლავდა. წარმოიდგინეთ, ცოლმა იმშობიარა და შენ ეს გააკეთე. მაშინ ძალიან მტკიოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ღალატი ჩვენ თავზე არ არის. ღალატი იმ ადამიანზეა. მას აქვს პრობლემა და არა ჩვენ. ეს რომ გამეანალიზებინა, წლები დამჭირდა. ტრავმები იქ ხომ არ რჩება, თან მოგვყვება და ნდობა იკარგება. მეორე მეუღლესთან 12 წელი ვიცხოვრე. ფიზიკურად კი არა, სიტყვით და შეხედვით არ უღალატია. მაგრამ, ის ტრავმა მომყვებოდა და აქაც ვეჭვიანობდი. თითქოს, იმდენად დაუჯერებელი იყო ჩემთვის, რომ კაცს შეიძლებოდა, ასე ვყვარებოდი და მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო იმის მერე, რაც პირველ მეუღლესთან გავიარე, დრო დამჭირდა.
სამი შვილის დედა ეკატერინე მეიშვილი, ფიტნესის მსოფლიოს ჩემპიონია, ამერიკაში ელიტურ ისნტრუქტორად მუშაობს და ამერიკული ფიტნესის ქართველ დედოფალსაც უწოდებენ ხშირად.