როსი დე პალმა სახის ასიმეტრიის გამოა არაერთ დაბრკოლებასა და ბულინგს წააწყდა. ესპანელი მსახიობის გარეგნობა ბევრ მაყურებელს უჩვეულოდ ეჩვენებოდა და არაეთიკურ კომენტარებსაც ხშირად წერდნენ. თუმცა, 58 წლის როსი დე პალმა გამორჩეული ქარიზმისა და პროფესიონალიზმის გამო მოდის დიზაინერებისა და კინორეჟისორების მუზად რჩება.
როზა ელენა გარსია ეჩავე 1964 წლის 16 სექტემბერს ესპანეთში, პალმა დე მაიორკაში დაიბადა. გოგონას განსხვავებული გარეგნობის გამო თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. განსაკუთრებულ აქცენტს კი მის ცხვირზე აკეთებდნენ. მომავალი მსახიობი იმდენად დააკომპლექსა მსგავსმა მიდგომამ, რომ ფოტოებს არ იღებდა და აღარც თანატოლებთან უნდოდა თამაში. მეტიც, მუდმივი დაცინვის გამო, სკოლაც კი მიატოვა.
გოგონას სიმღერის, ცეკვის ნიჭი და არტისტული უნარები ჰქონდა. სურდა, საკუთარი ცხოვრება შემოქმედებისთვის დაეკავშირებინა. 1984 წელს თავის პოპ-ჯგუფთან ერთად რესტორნებში გამოსვლა და სიმღერა დაიწყო.
ერთხელ, ერთ-ერთი გამოსვლის დროს, უჩვეულო გარეგნობის მომღერალი ქალი რეჟისორმა შენიშნა. ასე შემოვიდა როზა ელენა კინოსამყაროში. თავდაპირველად მას ეპიზოდურ როლებს სთავაზობდნენ. შემდეგ კი ფილმში "ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
როზა ელენა მთელი ძალით გაურბოდა წარსულში განცდილ იმედგაცრუებას, ტკივილსა და დამცირებას. ამიტომაც მან საკუთარ სახელსა და გვარზე უარი თქვა და ფსევდონიმი აირჩია. განაგრძეთ კითხვა