ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავი ლელა წურწუმია 12 თებერვალს 56 წლის გახდა. დაბადების დღე უამრავმა ადამიანმა მიულოცა, თუმცა განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, მეუღლის და შვილის მილოცვა იყო.
მამულიჩამ და ქალიშვილმა მარიკომ ლელას სქროლი აჩუქეს, რომელზე სიარულიც მას ძალიან უყვარს. ლელა ძალიან გაახარა მოულოდნელმა საჩუქარმა.
ლელა წურწუმიას და კახა მამულაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მარიკო წელს 22 წლის გახდა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. წლების წინ ის ნაკლებად ჩნდებოდა საჯაროდ, თუმცა ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აქვეყნებენ მშობლები მის ფოტოებსა და ვიდეოებს და სულ უფრო მეტად ემსგავსება მარიკო მამულაშვილი დედას.
მომღერალს არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერის გამო ხშირად უწევდა პირად ცხოვრებაში დათმობებზე წასვლა და ყველაზე მეტად იმ დროს განიცდის, რომელიც შვილს მოაკლო. რაც მარიკო გაიზარდა, ის ძალიან დიდ დროს ატარებს მშობლებთან და დედა-შვილი ძალიან მეგობრობს.