ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მშობლებს რჩევით მიმართავს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ შვილმა არაფერი დამალოს და მასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ:
- შვილებს დაუმეგობრდით. თუ დედას ქალიშვილი ჰყავს, და გახდით მისთვის, გეყოფათ დედობა. თუ ბიჭი გყავთ სახლი, მისთვის ძმა გახდით. გეყოფათ მამობა. მამა ყოველთვის იქნები, მაგრამ ბავშვს ძმა ახლა უნდა. ძმობა, გაგება უნდა. უამბეთ თქვენი ცხოვრების, ჭირის, ვარამის, სიხარულის, სამუშაოს შესახებ, ყველაფერი გააცანით, რომ მანაც მოინდომოს და ყველაფერი გიამბოთ. ვერც მასწავლებელი იტყვის, რომ საკუთარ მოსწავლეებს კარგად იცნობს და სხვათა შორის, ვერც დედა იტყვის, რომ შვილს კარგად იცნობს. შვილი, დაწყებული 9 წლიდან, უკვე ბევრ რამეს მშობელს უმალავს. მალავს ყველაფერს, რაც კი, მისი აზრით, დედ-მამას აწყენინებს, გააბრაზებს. ამრიგად, რაც დაგვიმალა, იმის შესახებ არ ვიცით. რატომ არ გინდათ, შვილებს ემეგობროთ, ჩემო ძვირფასებო? დათმეთ თქვენი პატივმოყვარეობა და გახდებით მათთვის მეგობრები.