24 წლის გიგა დაუშვილს ოჯახის წევრები კვლავ ეძებენ. გიგა სახლიდან 9 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. "როგორც ვიცით, ბოლოს დიღმის ჭალებში იმყოფებოდა..." - ამბობს დაკარგული ბიჭის მეგობარი და იქვე იპოვეს მისი ტელეფონი.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახურია ჩართული. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მაშველებმა დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის ის უბანი, მთელი პერიმეტრი გარშემო, სადაც ბოლოს იპოვეს ბიჭის ტელეფონი, თუმცა ჯერ ვერაფერი ნახეს. გიგას დედა, ნათია დაუშვილი, ამბობს, რომ მაშველებმა დაუღალავად იშრომეს მტკვარზე და მათ დიდ მადლობას უხდის. მისივე თქმით, ამჟამად კამერების ჩანაწერების კვლევა მიმდინარეობს.
- სულ ახალი ინფორმაცია რაც ვიცით, მცხეთისკენ, გადასასვლელზე უნახავთ თითქოს მასავით ჩაცმული ბიჭი - ღია ნაცრისფერი ქურთუკით, ჯინსის შარვლით და ბოტასებით, გზაზე გადარბოდაო. ახლა პოლიცია მაგ მიმართულებით არის წასული, კამერებს ამოწმებს... ბოლოს ლამპრობის დღე აღნიშნა მეგობრებთან ერთად, 8 თებერვლის ღამეთ. კვირას დილით ვესაუბრე, 12-ს რომ აკლდა წუთები, მაშინ ვესაუბრე ბოლოს ჩემს შვილს. სამი საათის მერე აღარ მპასუხობდა... მას მერე მისი ხმა არ გამიგია. კვირას შუადღიდან არის დაკარგული...
ლამპრობას გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, ღია ფერის ქურთუკით და ვიდეოსაც ვაქვეყნებთ ოჯახის ნებართვით:
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, დაუკავშირდით ოჯახს (579255211) ან პოლიციას.