ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ინგლისის მეფე ჩარლზ III-ს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა - იგი კიბოს ებრძვის. მიუხედავად იმისა, რომ სასახლის წყაროებმა ზუსტი დიაგნოზი არ დაასახელეს, ზოგიერთმა ინსაიდერმა ივარაუდა, რომ 76 წლის ჩარლზს სიცოცხლისთვის საშიში პანკრეასის კიბო აქვს. მეფემ დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა - ცნობილია, რომ ბავშვობიდანვე ჩარლზი უარყოფდა კლასიკურ მედიცინას და აპირებს დაავადებას თავისებურად ებრძოლოს.
ამჟამად ჩარლზის მდგომარეობაზე ოფოცოალური კომენტარები არ კეთდება - ის ჩნდება ღონისძიებებზე, ცდილობს სახე შეინარჩუნოს და თითქოს, არ უჩივის ჯანმრთელობას, სამაგიეროდ სასახლის ბინადრებს შორის მისი მეუღლე, კამილა, შეშფოთებას იწვევს.
RadarOnline-ის ინფორმაციით, დედოფალი კამილა მწუხარებას ალკოჰოლში ახშობს, რადგან მისი დიდი ხნის ოცნება საყვარელ მეუღლესთან ერთად ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით ნამდვილ კოშმარად იქცა.
სასახლის ინსაიდერებმა განაცხადეს, რომ მეფის მეუღლის ქცევამ სამეფო ოჯახი ნამდვილ შოკში ჩააგდო. მეუღლის ავადმყოფობით გამოწვეულმა სტრესმა, კეიტ მიდლტონთან მუდმივმა კამათმა და პრინც ჰარისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის დაუსრულებელმა დრამამ, სავარაუდოდ, კამილა მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილი გახადა, რითაც სტრესთან გამკლავებას ცდილობს.
სიტუაცია გაამწვავა იმან, რომ გასულ წელს დედოფალმა თავისი საყვარელი ძაღლი ბეთი დაკარგა. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, შინაური ცხოველი მისი მთავარი ნუგეში იყო.
"შედეგად, ის საკმაოდ ბევრს სვამს. დედოფალი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა," - ამბობენ სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები.გარდა ამისა, დედოფლის ალკოჰოლურ პრობლემებს უკავშირებენ მეფის რძალთან რთულ ურთიერთობებს. ცნობილია, რომ კამილასა და უელსის პრინცესას შორის პერიოდულად კონფლიქტები წარმოიქმნება.სამეფო წყარომ დაამატა: "წლების განმავლობაში კამილა კეიტს აკრიტიკებდა შვილების აღზრდის სტილის გამო. კამილას მიაჩნია, რომ უილიამის მეუღლე მომავალ მეფესა და მის და-ძმებს როგორც უბრალო ხალხს, ისე ზრდის. ამას კეიტი ცრემლებამდე მიჰყავდა."
მეფეც, თავის მხრივ, მეუღლეს აკრიტიკებს მიდლტონისადმი დამოკიდებულების გამო და ის მომავალ დედოფლად მიაჩნია. თავს დატეხილი პრობლემების ფონზე ჩარლზისგან სისტემატური საყვედურები კამილასთვის, როგორც ჩანს, უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.