გასულ თვეს ავსტრალიაში დააპატიმრეს 40 წელს გადაცილებული წყვილი, რომლებსაც ბრალად ედებათ ერთადერთი ქალიშვილის სიკვდილამდე მიყვანა.
CNN-ი სკანდალური საქმის დეტალებს წერს.
როგორც ცნობილი ხდება, დასავლეთ ავსტრალიის პერტის რაიონული სასამართლო 17 წლის ბალერინას ამბავს განიხილავს. ავსტრალიის კანონის თანახმად, რომელიც შექმნილია მსხვერპლი ბავშვების დასაცავად, არც მშობლების და არც მათი ქალიშვილის იდენტიფიცირება არ ხდება.
"თმა მტვრევადი იყო, კანი აქერცლილი და გოგონა გაფითრებული იყო. ის 17 წლის იყო, მაგრამ ბევრად პატარას ჰგავდა. მშობლებიც ისე ეპყრობოდნენ, როგორც პატარა ბავშვს. სანამ გოგონა პატარებისთვის შესაფერის მულტფილმებს უყურებდა, წაიყვანეს სააბაზანოში, გაუწმინდეს ქვედა ნაწილი, თმა დაივარცხნეს,“ - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ 17 წლის გოგონას წონა 27,3 კილოგრამი იყო, იმდენივე, რაც 9 წლის ბავშვისთვის არის შესაფერისი.
"ქეითი“ (პირობითი სახელი) ახლა 20 წლისაა...მან უარი თქვა CNN-თან რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე. განაგრძეთ კითხვა