ფენ შუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, რომელ თითზე უნდა გაიკეთონ ადამიანებმა ბეჭედი, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუ სურთ, რომ სასიყვარულო ენერგიები გაააქტიურონ:
- ცნობილია ის ფაქტი, რომ არათითზე ქორწინების ბეჭედს ვიკეთებთ. მაგრამ, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის არსებობს ხელზე ის თითი, რომელიც სიყვარულის ენერგიის გააქტიურებაში გვეხმარება.
თუ თქვენ გველის, დრაკონის, კურდღლისა და ვეფხვის წელს დაიბადეთ და ქორწინების ბეჭედი არათითზე გიკეთიათ, გსურთ, რომ სიყვარული მოიზიდოთ და ურთიერთობებში მეტი ჰარმონია შეიტანოთ, გირჩევთ, რომ ერთი ბეჭედი საჩვენებელ თითზეც დაიმატოთ. ეს თქვენს ენერგიას კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს. გველების, დრაკონების, კურდღლებისა და ვეფხვების სიყვარულის ენერგეტიკული ცენტრი საჩვენებელ თითზე მდებარეობს.
თუ თქვენ ცხენისა და ხარის წელს ხართ დაბადებული, მაშინ აუცილებელია, ბეჭედი შუა თითზე გეკეთოთ. გარდა იმისა, რომ არათითზე გიკეთიათ, შუა თითზეც აუცილებლად გაიკეთეთ.
თუ თქვენ თხისა და ვირთხის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ხელის მტევანზე გახლავთ არათითი, რომელზეც შეგიძლიათ, ბეჭედი გაიკეთოთ.
თუ თქვენ მაიმუნის, მამლის, ძაღლისა და ტახის წელს ხართ დაბადებული, მაშინ თქვენი სასიყვარულო ცენტრი ნეკა თითზე მდებარეობს და აუცილებლად ნეკა თითზეც დაიმატეთ პატარა ბეჭედი.
თუ თქვენ ამას ხშირად გააკეთებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ენერგიას გაააქტიურებთ.
ამავე გადაცემაში სპეციალისტმა განმარტა, თუ რას ნიშნავს სხვადასხვა ფერის გული, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ხშირად ვიყენებთ: