სამხრეთ კორეელი მსახიობი კიმ სე რონი საკუთარ ბინაში, სეულში, გარდაცვლილი იპოვეს . Netflix-ის ცნობილი სერიალის „მონადირე ძაღლების “ 24 წლის ვარსკვლავმა თავი მოიკლა. ამის შესახებ The New York Times წერს.
კიმმა კარიერა ცხრა წლის ასაკში დაიწყო. ის წარმატებული მსახიობი იყო სამხრეთ კორეაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მაგრამ 2022 წელს იგი ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. გოგონა ქალაქის რამდენიმე კონსტრუქციას შეეჯახა, მათ შორის ღობეებსა და ხეებს. მას შემდეგ გოგონა მუდმივად მუდმივი ბულინგის მსხვერპლი გახდა, მიუხედავად საჯარო ბოდიშისა და ფულადი კომპენსაციისა. მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ ზეწოლამ და აგრესიამ მიიყვანა იგი თვითმკვლელობამდე.
სამხრეთ კორეის გასართობ ინდუსტრიას ხშირად აკრიტიკებენ ახალგაზრდა ვარსკვლავების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების გამო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში რამდენიმე ცნობილი ბლოგერი, მომღერალი და მსახიობი გარდაიცვალა. მაგალითად, ფილმში "პარაზიტი" მთავარი როლის შემსრულებელმა სუნ-კიუნმა 2023 წელს თავი მოიკლა. 2019 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე K-pop-ის ვარსკვლავმა კუ ჰარამ. ის 28 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და ვერ უმკლავდებოდა ბულინგს: კომენტატორებში აკრიტიკებდნენ გარეგნობის, ხასიათის და სექსუალური ცხოვრების გამო.