დეკემბერში წყვილმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადა, ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ მათ იყიდეს მდიდრული სასახლე თორმეტი სველი წერტილით. სელენა გომესი და ბენი ბლანკო უკვე სერიოზულად აპირებენ ოჯახურ ცხოვრებაში ჩაძირვას. საინტერესოა, რომ ვარსკვლავები ერთმანეთს დაახლოებით 17 წელია იცნობენ. ისინი ერთმანეთს პირველად 2008 წელს შეხვდნენ, როცა მომღერალი მხოლოდ 16 წლის იყო, ბენს კი საზოგადოება ჯერ არც იცნობდა. პროდიუსერის თქმით, მისი პირველი შეხვედრა სელენასთან დედამისის ორგანიზებით მოეწყო. ამის შემდეგ ისინი ხანდახან ურთიერთობდნენ და თანამშრომლობდნენ. 2015 წელს ბლანკო გომესს ორ სიმღერაზე მუშაობაში დაეხმარა, ხოლო 4 წლის შემდეგ, 2019 წელს, მათ ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალ-ვაჟი მხოლოდ სამუშაოზე საუბრობდა და არ იცოდნენ, რომ ოდესმე წყვილი გახდებოდნენ.
2023 წელს პირველი ჭორები გავრცელდა ვარსკვლავების რომანტიკული ურთიერთობის შესახებ. იმავე წლის დეკემბერში მომღერალმა დაადასტურა ურთიერთობა ბენისთან, გამოაქვეყნა ემოციური პოსტი სოციალურ ქსელებში: "ის არის ყველაფერი, რაც გულში მაქვს. თუ მართლა გაინტერესებთ, ძალიან ბედნიერი ვარ. თუ არა, თავისუფლად თქვით რაც გინდათ. მაგრამ მე არასოდეს მივცემ უფლებას თქვენ სიტყვებს მართოს ჩემი ცხოვრება. არასოდეს. მე დავამთავრე ეს. თუ ვერ მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ, მაშინ საერთოდ წადით ჩემი ცხოვრებიდან."2024 წლის დეკემბერში ბლანკომ სელენას დაქორწინება შესთავაზა. მომღერალმა, რა თქმა უნდა, თქვა "დიახ". მალევე ცნობილი გახდა, რომ წყვილმა იყიდა სასახლე ბევერლი ჰილზში. გომესი და ბლანკო ყურებამდე შეყვარებულები არიან და, როგორც ჩანს, საკმაოდ ხელგაშილადაც ცხოვრობენ, რადგან, პრესის ცნობით, მათ მილიონები დახარჯეს მდიდრულ სახლში. უძრავი ქონების მრავალმა წყარომ განუცხადა გამოცემას, რომ სელენამ და ბენიმ დეკემბერში 7-საძინებლიანი, 12-სააბაზანოიანი ესპანური სტილის სასახლე შეიძინეს.
ახლა, როდესაც წყვილმა საოჯახო ბუდე შეიძინა, გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ შეყვარებულები მზად არიან შემდეგი ეტაპისთვის. ბენიმ ადრე თქვა, რომ მას ძალიან სურს გახდეს მამა: "მინდა მყავდეს შვილები. ეს არის ჩემი შემდეგი მიზანი. ბევრი ნათლული მყავს, ბევრი ძმისშვილი. მომწონს ბავშვების გვერდით ყოფნა."თუმცა, გომესმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ დამოუკიდებლად მშობიარობას ვერ შეძლებდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო შვილს ვერ გააჩენს: "ძალიან ბევრი ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩემს სიცოცხლეს და ბავშვის სიცოცხლეს. ეს არის ის, რაც დიდი ხანია ძალიან მაწუხებს... ბოლოს და ბოლოს, მეგონა, რომ ჩემთვის ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც ყველასთვის".შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ვარსკვლავს ლუპუსის დიაგნოზი დაუსვეს, 2017 წელს კი დაავადების გამწვავების გამო თირკმლის გადანერგვა მოუწია. და ეს მხოლოდ ნაწილია იმ სირთულეებისა, რისი გადატანაც მას მოუწია. გარდა ამისა, სელენამ ღიად ისაუბრა თავის ბიპოლარულ აშლილობაზე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, გომესს მაინც სურს გახდეს დედა. ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში დახმარებისთვის სუროგატ დედას მიმართოს ან ჩვილ ბავშვთა სახლიდან აიყვანს ბავშვს. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ მათი ერთობლივი მდიდრული სახლის ფოტოები