ცნობილ მსახიობსა და პოეტს ნიკო გომელაურს, რომელიც ადრეულ ასაკში მძიმე სენით გარდაიცვალა, ორი შვილი დარჩა მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან ქორწინებიდან - ანასტასია და ჯეჯი გომელაურები.
სწორედ ანასტასია სტუმრობდა ნანუკა ჟორჟოლიანს და მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა:
"არ ვაღიარებდი, რომ აღარ არის... ამან ჩემში შეცვალა ის, რომ მგონია, რომ გავიზარდე და თან ახლა რომ ვფიქრობ, ნიკო იყო 39-ის და მე ვხდები ახლა 33-ის... ჩვენს შორის ახლა ძალიან პატარა სხვაობა გამოდის."
ნიკო ცხოვრებაშიც დაფასებული იყო. ჩემთვის სამაგალითო ადამიანია. ზედმეტად პირდაპირი იყო. სულ მქონდა რიდი. ძალიან გვიან გავიაზრე მისი გარდაცვალება, მიჭირდა დაჯერება, ამაზე ფიქრებიც დაბლოკილი მქონდ," - ამბობს ანასტასია.