მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მშობლების - ცნობილი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძისა და მსახიობ ქეთევან კიკნაძის საოცარი სიყვარულის შესახებ საუბრობს და მათ გარდაცვალებას იხსენებს:
"გიგა გარდაცვალებისას ქეთინოს ეძახდა… ქეთინო კი - გიგას... გარდაცვალების წინ საწოლთან ვესხედით დედას, მძიმე ღამე იყო. უცებ ერთ კუთხეში დაიწყო ყურება, მამას ოთახის მიმართულებით... სახეზე საოცარი ღიმილი ჰქონდა. ჩემი დეიდაშვილიც იქ იყო და უთხრა: - ქეთინო, ხშირ-ხშირად თქვი, "უფალო შემიწყალე". მართლაც, ეს სამჯერ ჩურჩულით გაიმეორა. მერე ბუტბუტით თქვა: "გიგა" და დახუჭა თვალები... ვერც მივხვდით, რა მოხდა. გვეგონა, რომ უბრალოდ დახუჭა თვალები და სინამდვილეში, გარდაიცვალა...
საოცარი სიყვარული ჰქონდათ... გიგაც, საავადმყოფოში რომ იწვა, სულ ქეთინოს ეძახდა... ერთხელ ვითომ ვიეჭვიანე და ვუთხარი: "შენ მგონი ქეთინო უფრო გიყვარს, ვიდრე შენი შვილები-თქო", და დამეთანხმა, ასეაო".