ეს 10 შეკითხვა თქვენს ზოგად განათლებასა და ინტელექტს შეამოწმებს და გაჩვენებთ, რამდენად კარგად გახსოვთ სხვადასხვა საკითხი:
1. რომელ ქვეყანას უწოდებენ "ათასი ტბის ქვეყანას"?
- ნორვეგიას
- ფინეთს
- ირლანდიას
2. სად მდებარეობს დიდი კანიონი?
- კალიფორნიაში
- ნევადაში
- არიზონაში
3. რომელია მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი?
- კიტო (ეკვადორი)
- ლა-პასი (ბოლივია)
- ლჰასა (ტიბეტი)
4. რა ჰქვია სამყაროში ყველაზე გავრცელებულ ქიმიურ ელემენტს?
- ჟანგბადი
- ნახშირბადი
- აზოტი
- წყალბადი
5. ვის ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: "მთელი სამყარო - თეატრია, ადამიანები კი - მსახიობები"?
- ოსკარ უაილდს
- უილიამ შექსპირს
- ჰომეროსს
6. რომელი მხატვარი გახდა ცნობილი ბალეტის სცენების და ბალერინების ხატვით?
- სალვადორ დალი
- ვინსენტ ვან გოგი
- ედგარ დეგა
- მიქელანჯელო
7. ილია ჭავჭავაძე დაიბადა:
- საგურამოში
- წიწამურში
- ყვარელში
- თბილისში
8. რომელი უდაბნო მდებარეობს აფრიკის კონტინენტზე?
- ყარაყუმის უდაბნო
- კალაჰარის უდაბნო
- გობის უდაბნო
9. რამდენი სახმელეთო მეზობელი ჰყავს საქართველოს?
10. რომელი მხატვრის ნამუშევარია?

- ნიკო ფიროსმანის
- სალვადორ დალის
- ლადო გუდიაშვილის
- პიკასოს
სწორი პასუხები:
- ფინეთს - ქვეყანაში 180 ათასზე მეტი ტბაა
- არიზონაში - კანიონის სიგრძე 446 კმ-ია.
- ლა-პასი - ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე მაღალ ქალაქად ითვლება.
- წყალბადი ყველაზე მსუბუქი, მარტივი და ყველაზე გავრცელებული ქიმიური ელემენტია სამყაროში, რომელიც H სიმბოლოთი გამოისახება, პერიოდულ სისტემაში პირველ ადგილს იკავებს.
- "მთელი სამყარო თეატრია, ადამიანები კი - მსახიობები" - ეს უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა.
- ედგარ დეგა - მას საზოგადოება, სხვა არაერთ საინტერესო ნამუშევართან ერთად, როგორც ბალერინების მხატვარს იცნობს.
- ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა ყვარელში.
- კალაჰარის უდაბნო
- 4.
- სალვადორ დალის