წლების წინ ამ ფოტოებმა მსოფლიო შეძრა. ისინი ისლანდიელმა ფოტოგრაფმა ტიმ ვილმერმა ჰიმალაის მთისწინეთში მოგზაურობისას, მდინარე ზანსკარის ნაპირებთან გადაიღო. ფოტოებზე აღბეჭდილია ახალნამშობიარევი დედები, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ იმის გამო, რომ ჯანმრთელი შვილები გააჩინონ.
ეს სურათები ცხადყოფს, თუ რა რთულ გზას გადიან დედები ჩრდილოეთ ინდოეთის შორეულ რაიონებში, რათა უსაფრთხოდ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმშობიარონ. იზოლირებულ სოფლებში ორსულ ქალებს 70 კმ-ის გავლა უწევთ გაყინული მდინარის გასწვრივ უახლოეს საავადმყოფომდე მისასვლელად.
ფოტოგრაფი დაქანცულ ოჯახებს ლადახიდან მაშინ გადაეყარა, როცა ისინი ახალშობილებთან ერთად შინ ბრუნდებოდნენ. ბევრი დედა ცხოვრობს ქალაქებში, სადაც არ არის საავადმყოფო და ექიმი, ამიტომ ქალები ცხრა დღის განმავლობაში მოგზაურობენ, რათა საავადმყოფომდე ბავშვის დაბადებამდე მიაღწიონ, შემდეგ კი რთულ გზას თავიანთ ჩვილებთან ერთად უკან შინ დასაბრუნებლად გადიან.
მდინარე ზანსკარის ნაწილი, რომლის გასწვრივაც ისინი მოგზაურობენ, 3,390 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან, სადაც ტემპერატურა -35 გრადუსამდე ეცემა. ოჯახები დღეში რვა საათის განმავლობაში უნდებიან გაყინული მდინარის გადალახვას - ხშირად მუხლებამდე ცივ წყალში. თან აქვთ საკვები და ღამეებს გამოქვაბულებში ან კარვებში ათენებენ.
"ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო და დავინახე, თუ რამდენად დიდ დახმარებას ვიღებთ დასავლურ სამყაროში ამ მშობიარეებთან შედარებით. ზოგჯერ ამ საშიში მოგზაურობის დროს ადამიანები იღუპებიან“, - განუცხადა ფოტოგრაფმა express.co.uk-ს.