მსახიობი და ორი შვილის დედა ანი ბებია, რომელიც შვილების გაჩენის შემდეგ ეკრანზე ისე აქტიურად არ ჩანს, უფრო აქტიურია, როგორც ინფლუენსერი და მოდელი. ამჯერად დიზაინერ მარიამ ტონკოს (კვარაცხელიას) სამკაულები წარადგინა და მისმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელში. ბევრი აღნიშნავს ანის გამორჩეულ გარეგნობას და გარდასახვის უნარს.
ანი შვილებთან ერთადაც ჩნდება ხოლმე სარეკლამო ფოტოსესიებსა და ვიდეორგოლებში. ჯერი და სემი შესანიშნავად ართმევენ თავს ამ დავალებას.
ანი და მისი მეუღლე - ასევე მსახიობი ილო ბეროშვილი, ბავშვებს ერთად ზრდიან და ილო აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. თუმცა ბავშვებთან ძირითადად ანია და მთელ დროს პატარებს უთმობს. ორი ორსულობა-მშობიარობის შემდეგ ანი წერდა, რომ წონაში მკვეთრად მოიმატა. თუმცა მას მერე, რაც სემმაც დაასრულა ბუნებრივი კვება, უფრო ადვილად შეძლო ანიმ საკუთარ სხეულზე ზრუნვა და ჩანს, წარმატებითაც.
"დღეს დიდი დღეა. დასრულდა ლაქტაცია. ვისაც მიყოლებით ჰყავს ბავშვები გაჩენილი, ისინი გამიგებენ. 5 წლის განმავლობაში ან ორსულად ვიყავი ან ლაქტაციაში. აღარ მახსოვს მანამდელი ცხოვრება. დღეიდან ბევრი რამ შემეძლება და დიახ, დიახ, წარმატებები მე", - წერდა ანი 2024 წლის აგვისტოში.