რატი გაჩეჩილაძე, რომელიც თავის მეწყვილესთან - ნანუკა სტამბოლოშვილთან ერთად "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალისტია, დასკვნით წარმოდგენაზე მოულოდნელად ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა და ემოციური ცეკვა შეასრულა. დეკემბერში გახდა ცნობილი, რომ რატი და მისი მეორე ნახევარი, ასევე მოცეკვავე კარინა ლისენკო შვილს ელოდებიან.
უკრაინელი კარინა რატიმ 6 წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო. თავიდან მათ მხოლოდ საქმე აკავშირებდათ - კარინა რატის მეწყვილე იყო. თუმცა საქმიანი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა და 2021 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. "კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…" - ამბობს რატი.
რატი გაჩეჩილაძე შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამორჩეული მონაწილეა ყოველ წელს. ის მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა.