დუტა სხირტლაძის უმცროსი შვილი ლუკა 21 წლის გახდა. დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ოჯახის წევრები და ახლობლები ულოცავენ.
ლუკაც ხელოვანია, ისევე როგორც მისი მშობლები და ამ ეტაპზე მოქანდაკეობით არის დაინტერესებული.
როგორც ცნობილია, ხელოვანია მსახიობისა და ტელეწამყვანის მეუღლეც - მარინა ნაცვლიშვილი იუველურია და სამკაულებს ქმნის, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზღვრებს გარეთაც. მას და დუტას ორი შვილი ჰყავთ - ლუკა და ნინი, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა 26 წლის. ნინიც შესანიშნავად ხატავს.
გარდა ამისა, დუტას უფროსი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან - მარიამ სხირტლაძე გერმანიაში ცხოვრობს, თუმცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მამასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა.