ბრიტანელ მსახიობ ალექსანდრ ვესტვუდს, რომელმაც სერიალის "სქესობრივი აღზრდა" რამდენიმე ეპიზოდში ითამაშა, 15,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსახიობი ქალებისა და ბავშვებს მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის გაასამართლეს. ვესტვუდს 26 დანაშაული დაუმტკიცდა. მათ შორის, მოზარდ გოგონაზე სექსუალური ძალადობაა. გამოძიებით დადგინდა, რომ მსახიობმა გარყვნილი ქმედება მოზარდის მიმართ სამსახიობო გაკვეთილზე განახორციელა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მსახიობი საკუთარ მოსწავლეებს, რომლებიც სამსახიობო ოსტატობის კლასში ჰყავდა, აიძულებდა, გაშიშვლებულიყვნენ და პორნოგრაფიული მასალებისათვის ეყურებინათ. გარდა ამისა, ვესტვუდმა დამწყები მსახიობი რამდენჯერმე გააუპატიურა და ეს ყველაფერი გადაიღო კიდეც. როდესაც გოგონამ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა, დაშანტაჟება დაიწყო.
საქმის მასალების მიხედვით, მსახიობმა პირველი დანაშაული 10 წლის ასაკში ჩაიდინა. პირველი მსხვერპლი 6 წლის იყო. როგორც ცნობილია, ვესტვუდი ბავშვობიდან პორნოვიდეოებს უყურებდა და 6 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურა.
მსახიობი დანაშაულებს არ აღიარებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც მისი მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს, მატყუარებს უწოდებს. ის ამბობს, რომ ცილს სწამებენ.
"ეს იყო დანაშაული, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. თქვენ სერიული სექსუალური დამნაშავე ხართ და ეს თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა", - თქვა მოსამართლემ სხდომაზე.
გამოძიება გასულ წელს დაიწყო. საბოლოოდ, მსახიობს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გათავისუფლების შემდეგ ის 4 წელიწადს გამოსაცდელი ვადით გაატარებს. გარდა ამისა, მას 26 წლით მსხვერპლთან რაიმე სახის კომუნიკაცია და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა აეკრძალა.