ჰოლივუდის ლეგენდა, ორგზის "ოსკაროსანი", 95 წლის ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი - კლასიკური პიანისტი ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. იქვე იყო მათი ძაღლის გვამი.
სანტა-ფე-სამიტის შერიფმა დაადასტურა, რომ წყვილიც და მათი ძაღლიც შუა ღამისას არიან გარდაცვლილები. დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა ძიება დაწყებულია.
წყვილი 1991 წლიდან ცხოვრობდა ერთად. მსახიობს სამი შვილი დარჩა პირველი ქორწინებიდან.

