ცნობილი მზარეული ალეკო ჯავაშვილი მკითხველებს კექსის ძალიან მარტივ და საინტერესო რეცეპტს უზიარებს.
"უჩვეულოა იმით, რომ არც ფქვილი აქვს, არც ცხიმი და არც რძე. მხოლოდ 3 ინგრედიენტი სჭირდება - კვერცხი, შაქარი და ნებისმიერი სახის თხილეული (მიწის თხილი, კაკალი, ნუში)," - ამბობს მზარეული.
მომზადება:
3 კვერცხი. ზუსტად იმ რაოდენობის შაქარი ან შაქრის პუდრა უნდა დაამატოთ, რასაც 3 კვერცხი აიწონის. ჩემი გამოვიდა 180 გრამი და ვაყრით 180 გრ შაქრის პუდრას., თუ კვერცხი 150 გრ. გამოვიდა, 150 გრ შაქარი ჩაყარეთ.
ათქვიფეთ გოგლი-მოგლის კონსისტენციამდე. ჩაყარეთ 300 გრამი მიწის თხილი. თხილი უნდა იყოს გაუფცქვნელი, რადგან ქერქს ქატოს ეფექტი აქვს. არც ნიგოზი გაფცქვნათ, არც ნუში. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ. მიიღებთ სქელ მასას, რომელსაც ცივი წყალი უნდა დაამატოთ. ისევ დააბლენდერეთ. დაამატეთ 1 ს.კ გამაფხვიერებელი. ისევ ათქვიფეთ და ჩაასხით ფორმაში. აუცილებლად გამოაცხვეთ კექსის ფორმაში, რომელსაც შუაგული ამოღებული აქვს. ჩვეულებრივ ფორმაში ეს ვერ გამოცხვება. რამდენადაც გასაკეთებლად ადვილია, ცხობის პროცესს მეტი ყურადღება უნდა.
წაუსვით ფორმას ზეთი.ვაცხობთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით.