მელანია და ივანკა ტრამპს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. როგორც RadarOnline იუწყება, ტრამპის ცხოვრებაში მთავარი ქალები იშვიათად ეთანხმებიან ერთმანეთს და პრაქტიკულად ყველაფერზე კამათობენ, დაწყებული შვებულებით და დამთავრებული პოლიტიკური საკითხებით.
მელანია და დონალდი 2005 წელს დაქორწინდნენ. ყოფილი მოდელი 24 წლით უმცროსია ტრამპზე და მხოლოდ 11 წლით უფროსი მის ქალიშვილზე, რაც, როგორც ამბობენ, მათ შორის შეუთავსებლობის მიზეზი გამხდარა.
თუმცა ნამდვილი მტრობა მაშინ გაღვივდა, როდესაც ისინი ნიუ-იორკიდან თეთრ სახლში გადავიდნენ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.
ითვლება, რომ მათ შორის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის. მაშინ შემოთავაზებული იყო უარი ეთქვათ ტრადიციულ "პირველი ლედის ოფისზე" და ამის ნაცვლად შეექმნათ "პირველი ოჯახის ოფისი". ამ თხოვნამ მელანია გააბრაზა.
"ივანკა ყოველთვის იქნება მელანიას თვალში ეკალი", - ამბობდა იმ დროს წყარო.
ტრამპის მეორე ინაუგურაციის ცერემონიის დროს 2025 წლის იანვარში, ზოგიერთმა დამკვირვებელმა შენიშნა, რომ მელანია და ივანკა არ ურთიერთობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ იდგნენ და გულღიად იღიმოდნენ.
ქმრის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს მელანიას შეიძლება მეტი შესაძლებლობა მიეცეს საკუთარი თავის წარმოსაჩენად, რადგან ივანკამ გადაწყვიტა მამის პოლიტიკური საქმეებისგან თავი შორს დაიჭიროს. შეგახსენებთ, პირველი ვადის დროს ის აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.
"ყველაზე მეტად ველოდები უბრალოდ მასთან ყოფნის შესაძლებლობას, როგორც ქალიშვილი, და მის მხარდაჭერას, საზრუნავიდან ყურადღების გადატანას და მასთან ერთად ფილმის ან სპორტული თამაშის ყურებას. მინდა, იცოდეს, რომ ჩემთან შეუძლია უბრალოდ დაისვენოს", - განაცხადა ივანკამ.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ქალიშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას არ მიიღებს, ერთ-ერთი წყარო მიიჩნევს, რომ მელანიას მაინც მოუწევს მასთან ურთიერთობა საჯარო ღონისძიებებზე.
"მელანია გაღიზიანებული იქნება, რადგან როცა ივანკა სახელმწიფო ვახშმებზე და მსგავს ღონისძიებებზე გამოჩნდება, ეს ახალი ბრძოლის დასაწყისი გახდება", - განაცხადა ინსაიდერმა.
ზოგადად, პრეზიდენტის მეუღლე ძალიან მკაცრი და ჩაკეტილი ქალი ჩანს. ბევრი ინტერნეტმომხმარებელი აღნიშნავს მის ცივ დამოკიდებულებას ქმრის მიმართ. თუმცა, მელანიას ახლობლები ამტკიცებენ, რომ ცხოვრებაში ის სრულიად სხვა ადამიანია. მას წარმატებით შეუძლია თავისი ფიცხი ქმრის დამშვიდება და გაწონასწორება, ამავდროულად სწორი მიმართულებით წარმართვა.