ტელეწამყვანი და მსახიობი, 41 წლის ნანუკა გულუა მესამე შვილს ელოდება. ცოტა ხნის წინ გადაცემა "პრაიმ-შოუში" ისაუბრა გვიანი დედობის და აღზრდის გარკვეული საკითხების შესახებ:
- მე ხანდაზმული მშობელი ვარ, შესაბამისად, ყველა რჩევას "ხუთოსნურად" ვეკიდები. პედიატრი ჩემი მენტორია და ყველა ფსიქოლოგს, ბლოგერს, დედას ვუსმენ და ვითვალისწინებ. ძალიან მინდა, შვილები სწორად აღვზარდო. მეგობრების შვილებიდან გამომდინარე, გამოცდილება მაქვს. მათი შვილები აგვიანებენ საუბარს, უცხო ენაზე იწყებენ ლაპარაკს, ქცევის აშლილობა აქვთ და ასე შემდეგ. ამიტომ, მე საკუთარ თავს ბევრ აკრძალვას ვუწესებ, რომ შემდეგ ჩემი თავი არ დავადანაშაულო, რომ ჩემს შვილს ოდნავ რაღაც პრობლემა რომ შეექმნას, ეს შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ მე მას ტელეფონი მივეცი ან ტელევიზორი ჩავურთე. ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებ. ნინა 2,5 წლისაა. გამართულად საუბრობს, ყველა სიტყვას ამბობს, მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს და ის მისი ასაკის ბავშვებში უკვე გამორჩეულად ითვლება. 1 წლის და 6 თვის იყო, როდესაც ლაპარაკი დაიწყო. როდესაც პედიატრთან მივდივარ, მოსაცდელში ბავშვებს ვაკვირდები, ან ჩემი მეგობრების შვილებს ვუყურებ და ვიაზრებ, რომ საუბარს აგვიანებენ, ქცევითი აშლილობა აქვთ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქუჩაში, ბილბორდის ფერადი რეკლამებიც კი არ ნახოს. ისტერიული დამოკიდებულება მაქვს. მგონია, რომ სწორად ვაკეთებ იმიტომ, რომ მინდა, 3 წლამდე ყველაფერს მოვარიდო. 2 წლის ასაკში გამართულად საუბრობდა. გრანდიოზული დაბადების დღის გადახდა მინდოდა. გმირებს მთავაზობდნენ. ბავშვმა არც ერთი გმირი არ იცოდა. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, მის თანატოლ ბავშვებში ჩემ გარშემო, ნინასავით განვითარებული ძალიან ცოტაა. 2,5 წლის ბავშვს განვითარებაზე ეტყობა, რომ ის გაჯეტებისგან შორსაა. ურთულესია. სანამ ბავშვები არ დაიძინებენ, ერთი წამი არ გვაქვს არც მე და არც მის აღმზრდელს, რომ მოვისვენოთ. 2 შვილი მყავს, ერთი 2 წლის, ერთი 1 წლის, მესამე მუცელშია... ამათი გართობა მუდმივად, გაჯეტების გარეშე ძალიან დიდი რუტინაა და ძალიან რთულია. ამას მეც შევეჩვიე.
ამჯერად კი ინსტაგრამზე უპასუხა გამომწერების შეკითხვებს და აღნიშნა, რომ 24 კვირის ორსულია, მესამე შვილს კირას არქმევს და მეორე ძიძაც ჰყავს - ხათუნა, რომელიც მის საყვარელ ძიძას ირინას ეხმარება ბავშვების აღზრდაში.