მარკ ცუკერბერგის ცოლი და მისი სამი შვილის დედა პრისცილა ჩანი 40 წლის გახდა. იუბილე არც ისე ვიწრო წრეში გრანდიოზულად აღნიშნა, შამპანიურის ფორმის ტორტით და საინტერესო წვეულებით.
წყვილი კლასიკური სადღესასწაულო სამოსით წარდგა დღესასწაულზე. "ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის დღეს აღვნიშნავთ. შენ ხარ მთავარი პარტნიორი, დედა, მეგობარი და ბედნიერი ვარ, რომ ამ ცხოვრებას შენთან ვინაწილებ", - ასეთი მინაწერი გაუკეთა ცუკერბერგმა ცოლთან ერთად გადაღებულ საზეიმო ფოტოს.
თუმცა შოუს კულმინაცია აღმოჩნდა მილიარდერის სიურპრიზი - მოულოდნელად მისი კოსტიუმი სასცენო, ბრჭყვიალა კომბინეზონად გადაიქცა და მარკმა სიმღერა დაიწყო. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მან თავად გამოაქვეყნა მისსავე შექმნილ პლატფორმაზე - ფეისბუქზე. გაოცებული და გახარებული პრისცილას ემოციებიც აისახა ფოტოებსა და ვიდეოში.
ცნობისათვის, მარკმა იდი ხნის მეგობარ პრისცილა ჩანზე 2012 წელს იქორწინა. წყვილს სამი შვილი ჰყავს - სამი ქალიშვილი, მაქსიმა, ავგუსტა და აურელია.