დღეს 3 მარტია, დედის დღე, რომელიც ყველაზე თბილი დღეა წლის განმავლობაში, ყველა რომ ეფერება თავის უძვირფასეს ადამიანს. საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმაც ეს დღე საკუთარ შვილებთან ან დედებთან გადაღებული ფოტოებით აღნიშნეს:
თამუნა მუსერიძემ აღმზრდელ დედას მიულოცა ეს დღე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და რომლისაც ყოველთვის მადლიერია. განსხვავებით ბიოლოგიური დედისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ იპოვა, თუმცა მან დაკარგული შვილი არ მიიღო.
თათია შარანგიას შვილებმა საჩუქრებით მიულოცეს ეს დღე. "ცხოვრება შედგა! ამათთვის ღირდა დაბადება! ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ, ყველაზე მდიდარი და ღმერთის მადლობელი! ჩემს გულში, სამი პატარა გული ძგერს მადლობა, ჩემო ბიჭებო, ამაყი ვარ, რომ თქვენი დედა მქვია დედის დღეს გილოცავთ, ყველა დედას და მომავალ დედას!" - წერს თათია.
ანასტასია ჯეირათი მშვენიერ დედასთან ერთად დედის დღისადმი მიძღვნილ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.
"გილოცავ დე. მადლობა რომ სულ ჩემთან ხარ" - წერს ნატალია ყიფშიძე და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
თიკა ფაცაცია დედის ფოტოებს აქვეყნებს: "ჩვენი მთავარი ვექტორი, ჩვენი დედა. ყველაფერი კარგის საწყისი და უსასრულობა, ჩვენი მანანიკო. დედი გილოცავ და ყველას ბედნიერი დედობა".
სამი შვილის დედა, ბლოგერი ნათია წიქარიშვილი შვილებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს და წერს: "ჩემი შვილები ჩემი სამყაროა! დე, დედა, დედიკო! - ჩემთვის სამყაროში ყველაზე ჯადოსნური სიტყვებია!
დედის დღე ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილები მყავს, ასმაგად მიყვარს. სამი საოცარი ადამიანის დედიკო ვარ. მათი დაძახებული თითოეული “დედა” მაძლიერებს, გულს მიჩქარებს და სუნთქვას მიკრავს, უდიდეს მოტივაციას მაძლევს და ენერგიით მავსებს! ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდი, ისეთი სიყვარული შემძლებია და ეს ამ პატარა არსებების დამსახურებაა. გაუაზრებლად, უმნიშვნელო რამეზეც მათთვის გადამრჩენელი, ნებისმიერი ტკივილის მომშუშებელი ხომ დედაა. დედა ხომ ყველაზე ტკბილი და ყველაზე დიდი იმედია მათთვის. ყველას გისურვებთ თქვენი შვილების სიხარულის და მწუხარების მთავარი გამზიარებლები ყოფილიყავით. ბედნიერებით ანთებული თვალებით შემოგცქეროდნენ მთელი სოცოცხლის მანძილზე. ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოს?! ყველა დედიკოს გილოცავთ დედის დღეს".