დედის დღეს ყველა ცდილობს, საყვარელ დედას მიულოცოს ეს დღე და სოციალურ ქსელშიც ადამიანები დედების ფოტოებს აქვეყნებს. ცნობილმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა დედის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით: "ღმერთო, მადლობა დედაჩემისთვის".
მატილდას შესანიშნავი გენები რომ აქვს, ეს დედამისის ფოტოებიდანაც ჩანს.
მატილდას და-ძმა ჰყავს, რომლებსაც ასევე გამორჩეული გარეგნობა აქვთ.
ძმა და მშობლები ცდილობენ, საზღვარგარეთ მყოფსაც ჩააკითხონ და გაატარონ მასთან დრო, ძალიან აქტიურად გულშემატკივრობენ და მატილდას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან უდიდეს დასაყრდენს გრძნობს მათი სახით.
მატილდა 2000 წლის 16 მაისს დაიბადა. ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, თუმცა დედას მატილდა მოსწონდა. საბოლოოდ ორივე სახელი დაარქვეს - მატილდა მარიამი, თუმცა შოუბიზნესში მას მატილდას სახელით იცნობენ.
დღეს მატილდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით და ყველაზე ცნობილ და გავლენიან ბრენდებთან თუ ჟურნალებთან თანამშრომლობს, პრესტიჟულ ჩვენებებზე გამოდის. შეიძლება ითქვას, მატილდამ აიხდინა ოცნება, რადგან ის ბავშვობიდან სწორედ მოდელობაზე ოცნებობდა.
„მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი... 12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებს მატილდა ერთ-ერთ ინტერვიუში.