ანასტასია ბენდუქიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მეორე შვილი შეეძინა, დედის დღეს სტატუსს და ფოტოებს აქვეყნებს:
"დედობა - ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა მსოფლიოში, და მზად ვარ ყველას შევებრძოლო, ვინც საპირისპიროს იტყვის. არ ვიცი, საიდან მომდის ძალები, რომ ამ სამის პრობლემებს გავუმკლავდე ყოველდღე, მაგრამ როცა მათ ერთად ვხედავ, გული საოცრად მითბება.
გილოცავთ დედის დღეს".
ანასტასია ბენდუქიძეს და ბიზნესმენ ივანე მხეიძეს პატარა გოგონა, ლიანა, ოქტომბერში შეეძინათ. როგორც ანასტასია წერს, ქალიშვილს ქმრის ბებიის სახელი დაარქვა. "რომ არა ჩემი საოცარი ქმარი, გულწრფელად ვფიქრობ, როგორ შევძლებდი ამ დიდი გოგონას გაჩენას. მე მადლიერი ვარ მისი, რადგან გამუდმებით მაძლევდა ძალას", - წერს ანასტასია.
წყვილს უფროსი ვაჟი ალექსანდრე ჰყავს.