ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს იტალიაში დაიწერეს ჯვარი.
რამდენიმე საათის წინ კი, დედის დღეს, სოციალურ ქსელში ნინას ორსულობის ფოტოები გამოაქვეყნეს.
"სიყვარულის მოლოდინში... გილოცავთ ყველა დედას, დედიკოების დღეს!" - წერს ნინა.
სანდრო შელიასთვის ეს მესამე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. განქორწინებამდე, წყვილი ერთად ათი წელი ცხოვრობდა. ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა ის პირველ შვილს ელოდება.