თერაპევტი თამარ დონდუა გადაცემაში "დილის ტალღა" საუბრობს, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ცივ ამინდში სველი თმით გარეთ გასვლამ:
-ხშირ შემთხვევაში, დილით ბანაობენ, თმას იშრობენ, თუმცა თმის გაშრობას რამდენიმე წუთი და ერთი საათი არ ჰყოფნის. ადამიანი გადახურების მერე ნორმალურ მდგომარეობაში უნდა მოვიდეს და ამის შემდეგ უნდა გავიდეს გარეთ. ხშირ შემთხვევაში, დილით იბანავებენ, თმას შეიშრობენ და ასე გადიან გარეთ. ასეთ ცივ პირობებში, ამან შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს: სამწვერა ნერვის ანთებით დაწყებული, ჰაიმორიტით, სინუსიტებით და მენინგიტით დამთავრებული. ამიტომ, ამ კუთხით ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო. როდესაც გარეთ გავიხედავთ და არის თოვლი, სიცივე, ქარი, შესაბამისად მოვიქცეთ.