ცნობილი გინეკოლოგები რევაზ სულუხია და ლალი მელია გადაცემაში "შუადღე" სოხუმში დაწყებული სიყვარულის ისტორიის შესახებ საუბრობენ:
რევაზ სულუხია: "ორივე სოხუმელები ვართ. სოხუმის სამშობიაროს მთავარი ექიმი ვიყავი. ლალი სტაჟირებას გადიოდა. იმ დროს გრძნობები არ ყოფილა. მერე, მოგეხსენებათ, სოხუმი დაეცა. დავკარგეთ სახლი, სამსახური, საფლავები... მოგვიწია თბილისში ჩამოსვლა. ღუდუშაურის დაარსებიდან, ერთად ვმოღვაწეობთ. სოხუმში გავიცანით, მაგრამ შეხვედრები აქ გავაგრძელეთ. როცა ადამიანი შენი თანამოაზრეა, ურთიერთობა უფრო ადვილია. ბევრი პლიუსი აქვს იმას, რომ ერთად ვმოღვაწეობთ. ჩვენ ვმუშაობთ არა პაციენტებთან, არამედ ორსულებთან. ახალი სიცოცხლის გაჩენა საოცრებაა, პირველ ჩასუნთქვას, დედის სიხარულის ცრემლებს ხედავ. საოცარია, ბავშვები, რომლებიც სოხუმში მყავს მიღებული, უკვე გაიზარდნენ და ჩვენთან მშობიარობენ. წარმოიდგინეთ, ერთი თაობა გავიდა, საოცარი გრძნობაა... მაგალითად, ასეთი შემთხვევა მქონდა - დედას 1991 წელს, 12 ნოემბერს გავუკეთე საკეისრო. ბავშვი გაიზარდა, საოცარი, კარგი ოჯახი შექმნა და აქ საკეისრო კვეთის გაკეთება მომიწია. ჩემი ოჯახის წევრებივით არიან. ასეთი შემთხვევები ბევრია. მე და ლალი ერთად ვართ. ცხოვრებაში დადებითის გარდა, სირთულეებიცაა. აქაც რომ ერთად ვართ, ბევრი რაღაც რამ დადებითად წყდება. შვილებიც ხედავენ, ახალი თაობისთვისაც კარგია."