თითოეულ მშობელ სურს, რომ მისი შვილი ჯანმრთელი, ბედნიერი და ჭკვიანი გაიზარდოს. განვითარების შესახებ მეცნიერებმა ათასობით წიგნი დაწერეს, რომლებსაც მილიონობით მშობელი კითხულობს. იაპონელი ნეირობიოლოგის, კუკიანორი სინოჰარას აზრით, ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია საინტერესო თამაშები და არაორდინარული დავალებები. გთავაზობთ მის რჩევებს ჭკვიანი და ბედნიერი ბავშვის აღსაზრდელად. სინოჰარას აზრით, ბავშვებში სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება ბუნებრივად გააძლიერებს მათ ინტელექტს.
ბავშვის აქტიური მოძრაობისას, მაგალითად ველოსიპედის ტარებისას, ხდება შუბლის წილაკების გააქტიურება. კერძოდ:
თუ ბავშვი აქტიურად ამოძრავებს პედლებს, აკეთებს მოულოდნელ გაჩერებებს, სწრაფად იცვლის მიმართულებას.ყოველ ამ მომენტში ტვინის აქტიურობა იზრდება.
აქედან გამომდინარე, ბავშვები, რომლებიც აქტიურად მოძრაობენ, იუმჯობესებენ ტვინის მუშაობას, ზრდიან ყურადღების კონცენტრაციას, ავითარებენ საკუთარი სხეულის კოორდინაციას, ხოლო ბავშვები, რომლებიც ბევრს არ მოძრაობენ, კარგავენ ტვინის განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. ამიტომ აუცილებად უნდა წაახალისოთ ბავშვი ისეთი თამაშებისთვის, რომლებიც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვენ.მოძრაობა - ეს არის არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ ტვინის ბუნებრივი განვითარების საუკეთესო საშუალება.
ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად მეორე სასარგებლო ჩვევაა ნატიფი მოტორიკის გამოყენება, ანუ ხელით მუშაობა. საინტერესო ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაგალითად, კომბოსტოს დაჭრისას, თუ ამას გააკეთებთ განსაკუთრებული სიფრთხილით, ტვინი გაცილებით აქტიურად იმუშავებს.
ძალიან სასარგებლოა ქსოვა, წვრილი დეტალების გაფერადება, ფორტეპიანოს დაკვრა და ა.შ.
საჭმლის მომზადების დროს ასევე აქტიურდება ტვინის საქმიანობა. შეგიძლიათ ბავშვი ჩართოთ ბოსტნეულის წმენდაში. გარდა წვრილი მოტორიკისა, მოსალოდნელი გემრიელი საჭმლის წინასწარი აღქმაც აძლიერებს ტვინის მუშაობას.
პირისპირ დიალოგი ტვინს გაცილებით მეტად ააქტიურებს . სხვა ადამიანთან სივრცეში ყოფნისას, ხშირად კი არც კი გვაქვს გაცნობიერებული, ჩვენ ვიჭერთ მის ემოციებს, რაც ხელს უწყობს შუბლის წილაკების გააქტიურებას.
საკვები უაღრესად მნიშვნელოვანია ჯანმრთელი სხეულისთვის, მითუმეტეს - ტვინისთვის. ჩვენი ტვინის უჯრედები სანახევროდ ცხიმისგან შედგება, ამიტომ ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანია. კვლევებმა აჩვენა, რომ რისკი, დაავადდეთ დემენციით, მნიშვნელოვნად მცირდება იმ ადამიანებში, რომლებიც კვირაში სამზე მეტად ჭამენ თევზს.
ბავშვის ჭკვიანად გაზრდა არ გულისხმობს მხოლოდ რთულ სასწავლო მეთოდებს. ეს არის ყოველდღიური აქტივობებისა და ჩვევების გონივრული გამოყენება, რომლებიც ბუნებრივად ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას.