რუსეთიდან უცხოეთში გადაბარგებული ალა პუგაჩოვა გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ტიტების ტორტით და უამრავი ყვითელი ყვავილით შეხვდა. თავადაც ყვითლებში იყო შემოსილი და შესანიშნავ განწყობაზე. მის ფოტოებს, რომლებიც თავადაც გამოაქვეყნა და მისმა ქმარმა მაქსიმ გალკინმაც, უამრავი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.
ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი პირველ ხანს ისრაელში ცხოვრობდნენ, შემდეგ კვიპროსში გადავიდნენ, თუმცა მათი გარემოცვის თქმით, ბოლო პერიოდია წყვილის შვილები, 11 წლის ჰარი და ლიზა, ლონდონში ცხოვრობენ და სწავლობენ. თავად პუგაჩოვა, როგორც წყაროები აკონკრეტებენ, კვიპროსში პრაქტიკულად მარტო ცხოვრობს, რადგან გალკინიც ხშირად იმყოფება გასტროლებზე.
"აქ ბავშვებისთვის სწავლისთვის შესაფერისი ადგილი ვერ იპოვეს. ამიტომ გალკინმა ჰარი და ლიზა ლონდონში გაგზავნა, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ბავშვები მშობლებთან მხოლოდ დასასვენებლად ჩადიან."
ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა შვილებთან ერთად რუსეთი 2022 წელს, უკრაინაში იმის დაწყებისთანავე დატოვეს.