"ქართველების რუსი სიძე ქართული სიტყვების მარაგით მახარებს..." - წერს თეონა კონტრიძე ინსტაგრამზე და მეუღლის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ქართულად ასახელებს სხვადასხვა სიტყვას.
თეონა კონტრიძის ქმარს ნიკოლაი კლოპოვს ხუთი წლის ინ დუასვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი და წელიწადზე მეტია, ეტლში ზის. თეონამ საყვარელ მეუღლეს ასეთი სიტყვებით მიულოცა დაბადების დღე:
"შენ ყველაზე ლამაზი, ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე საყვარელი ხარ! მე არ ვიცნობ შენზე უკეთეს ადამიანს. არც ერთი ჩემი ნაცნობი მამაკაცი ახლოსაც ვერ მოვა შენთან. შენ ჩემი სიყვარულის ჯარისკაცი ხარ სამუდამოდ! დაე ღმერთმა კიდევ მოგვცეს ერთი შანსი, რომ სამბა ვიცეკვოთ! მიყვარხარ!"
თეონამ და ნიკოლაი კლოპოვმა, რომელიც ნახევრად რუსი და ნახევრად უკრაინელია, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იქორწინეს. მას შემდეგ კონტრიძე-კლოპოვას წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლებიან.
წყვილი ერთად ზრდის თეონას ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან და მათ საერთო ვაჟს. ცოტა ხნის წინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება გამოიწვია თეონას და მისი ქალიშვილის აღიარებამ გასახდომ პრეპარატთან დაკავშირებით.18 წლის რედი-მარიამმა თქვა, რომ 23 კილოგრამი დაიკლო. გოგონა აღნიშნავს, რომ ამას მოზარდობის ასაკში საშინელი შედეგები მოჰყვა.
თეონა ძალიან ნანობს, რომ რედი-მარიამს უფლება მისცა, ოზემპიკი გამოეყენებინა:
"ძალიან ვნანობ, რომ ეს სამარცხვინო რამ დამემართა. მაგრამ, წამლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ის კვალიფიციურმა ენდოკრინოლოგმა დამინიშნა. ახლო მეგობრის რჩევა იყო. დანაშაულის გრძნობა მჭამს, მაგრამ ეს უკვე მოხდა და მადლობა ღმერთს, დასრულდა." - ამბობს მომღერალი.