"მეც მაიძულებდა ნახევრად შიშვლად სიარულს... მიმეორებდა, რომ გენიოსია..." - კანიე უესტის ყოფილმა მეგობარმა ქალმა გაამხილა, რატომ აშიშვლებს რეპერი საყვარელ ქალებს საჯაროდ - მშობლები

"მეც მაიძულებდა ნახევრად შიშვლად სიარულს... მიმეორებდა, რომ გენიოსია..." - კანიე უესტის ყოფილმა მეგობარმა ქალმა გაამხილა, რატომ აშიშვლებს რეპერი საყვარელ ქალებს საჯაროდ

2025-03-07 22:01:41+04:00

ბიანკა ცენსორის სიშიშვლე უკვე აღარავის უკვირს. "გრემის" ცერემონიაზე მან ყველა თავისი "რეკორდი" მოხსნა და ბოლომდე გაშიშვლდა კამერების და საზოგადოების წინ, რითაც დიდი აღშფოთებაც დაიმსახურა. წყვილს მალე დაატოვებინეს კიდეც იქაურობა.

bianka-censori-1738564816-1741370752.webp

მოგვიანებით, გავრცელებულ ხმებზე, რომ ის აიძულებს ბიანკას ასე სიარულს, მან პოსტი გამოაქვეყნა:

"დიახ, მე ვდომინირებ ჩემს ცოლზე, ეს არ არის ფემინისტური ნაგავი. ის მილიარდერთან ცხოვრობს. თქვენ, სულელ ღატაკებს რატომ უნდა მოგისმინოთ? ხალხი ამბობს, რომ წითელ ხალიჩაზე მისი გამოსვლა მისი გადაწყვეტილება იყო. დიახ, მე არ ვაიძულებ იმის კეთებას, რაც მას არ სურს. მაგრამ ნამდვილად ვერ გააკეთებდა ამას ჩემი თანხმობის გარეშე... ის ორი წელია შიშველი დადის. ყველა გოგო პლანეტაზე იოცნებებდა ასეთ თამამ პლატფორმაზე, საკუთარი სხეულისთვის, ფულზე და ქმარზე, რომელიც მხარს უჭერს მის პირად თვითგამოხატვას"..

468905324-1007809908050513-8982168590942014835-n-1741370848.jpg

ასევე საკმაოდ თამამად იცვამდა მის გვერდით მისი ცოლი და მისი შვილების დედა კიმ კარდაშიანი.

211208042658-restricted-kim-kardashian-kanye-west-2019-1741370908.jpg
კანიე და კიმ კარდაშიანი

kanye-west-and-kim-kardashian-west-attend-the-2016-mtv-news-photo-1595429455-1741370909.jpgkim-kanye-may-2016-billboard-1548-1741370909.webp

00-story-image-kim-kardashian-kanye-west-surrogate-pregnant201-1741370908.webp

თამამად ჩაცმას სთხოვდა ის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ემბერ როუზს, რომელიც კანიეს გვერდით იყო 2008-2010 წლებში.

kanye-west-amber-rose-2009-mtv-vmas-07-1741370908.jpg
კანიე უესტი და ემბერ როუზი

amber-rose-kanye-west-outfits-1741370908.jpg6fldfl2345f5xgs4stg2e44iai-1741370908.webp

სწორედ ემბერს სთხოვეს კომენტარის გაკეთება ამ თემაზე. მას ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ბიანკა კანიეს ზეწოლით "იცვამს" ასე:

"რა თქმა უნდა, კანიე აცმევს მას ასე. ასე გვექცეოდა მე და კიმსაც. ეს მისი სტილია. მას უნდა, რომ სხვა კაცებს სურდეთ მისი ქალი. ეს ისაა, რაც მას მოსწონს. მოსწონს, როცა მის ქალებზე სხვა კაცები იდორბლებიან. უნდა, რომ ყველა მისი მეგობარი მის ქალთან დაწოლაზე ოცნებობდეს".

მან აღიარა ასევე, რომ როცა რეპერთან ცხოვრობდა, სულ ცდილობდა, მისთვის მოსაწონად მოქცეულიყო. ხშირად მხოლოდ იმიტომ იცვამდა იმას, რაც თავად არ მოსწონდა, რომ კანიესთვის ესიამოვნებინა. "ყოველთვის კონსერვატიული ვიყავი. მაგრამ მასთან რომ დავიწყე ურთიერთობა, მან სექს-სიმბოლოდ მაქცია. ეს იყო ჩემი პირველი რომანი ცნობილ ადამიანთან, მას უყვარდა მოდა, ამიტომ მაიძულებდა ძალიან სექსუალურად ჩაცმას, ნახევრად შიშვლად სიარულს".

ემბერმა თქვა, რომ როცა საზოგადოების წინაშე ძალიან გამჭვირვალე კაბით ჩნდებოდა, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და ცრემლებს ძლივს იკავებდა. როცა აპროტესტებდა, რეპერი შეუვალად პასუხობდა: "შენ არ გესმის, ეს მოდაა, მე კი გენიოსი ვარ".

დიახ, მე ვდომინირებ ჩემს ცოლზე! არ მინდა ეს ფემინისტური ნაგავი... ის მილიარდერთან ცხოვრობს და თქვენ, სულელ ღატაკებს გისმინოთ? - კანიე უესტმა სკანდალური პოსტები გამოაქვეყნა ცოლზე, ნაცისტებზე და ებრაელებზე
კანიე უესტისა და ბიანკა ცენზორის ქორწინების წარმოუდგენელი წესები - სექსის მოედნად ქცეული ოფისი, ზეწოლა ქალებზე და წყვილის წარმოუდგენელი სურვილები