4 მარტს მუსიკოსი, დირიჟორი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, 46 წლის თეონა ცირამუა დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.
უსაყვარლეს ადამიანს და ნამდვილ პროფესიონალს, ბატონ ლევან ჩუბინიძეს
და თითოეულ პერსონალს, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში...
გილოცავ მამიკო!
დანარჩენი სახლში!.."
თეონამ 2019 წელს იქორწინა. ამბობს, რომ გვიან გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ძალიან ბევრ დროს უთმობდა საქმეს. ის და მისი მეუღლე ძალიან ბედნიერები იყვნენ ეს წლები, მხოლოდ შვილზე ოცნებობდნენ და ეს ოცნებაც აუხდათ.
"ჩემი მეუღლე გოჩა ჭანტურიასენაკიდანაა.სენაკის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ქალაქში მერის რწმუნებულია. ვხუმრობ ხოლმე - შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი.მე ჩემს საქმეს ვერ ვანებებ თავს და ის - თავისას...გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია.ყველა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მეუღლე ქვეცნობიერად მაინც შინ უნდა რომ ჰყავდეს. მეც ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც მარტო მე კი არა, ჩემს საქმესაც შეიყვარებდა. გოჩას შემთხვევაში სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი აბსოლუტური გულშემატკივარია, აქტიურად არის ჩემს საქმეში ჩართული... რჩევებს მაძლევს. თუ გუნდი მაბრაზებს და ვჩხუბობ, მაწყნარებს...ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე... პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. რაც ცხოვრება მე დამიკავშირა, გუნდური მუსიკის მოსმენა მას მერე დაიწყო", - ყვებოდა თეა ერთ-ერთ ინტერვიუში.