რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის ლეგენდა, ორგზის "ოსკაროსანი", 95 წლის ჯინ ჰეკმანი და მისი ცოლი - პიანისტი ბეტსი არაკავა საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. იქვე აღმოჩინეს მათი ძაღლის ცხედარიც. ძალადობის ნიშნები არც ერთ მათგანს არ ეტყობოდა. ამ უცნაური სიკვდილი მიზეზი გამოძიებამ ახლახან დაადგინა. ეს ჰანტავირუსი აღმოჩნდა.
როგორც აღმოჩნდა, ჰაკმანის მეუღლის, 65 წლის ბეტსი არაკავას სიკვდილის მიზეზი ვირუსი გახდა, ხოლო მსახიობი, რომელიც "ალცჰაიმერის დაავადების გართულებულ სტადიაში" იმყოფებოდა, სავარაუდოდ ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა, განაცხადეს სანტა-ფეს (ნიუ-მექსიკო) ოფიციალურმა პირებმა პარასკევს.
"მისი გარდაცვალების მიზეზი დადგინდა როგორც "ჰიპერტენზიული და ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადება, ალცჰაიმერის დაავადება კი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ის ალცჰაიმერის დაავადების გართულებულ სტადიაში იმყოფებოდა და სავსებით შესაძლებელია, რომ მეუღლე მათ სახლში გარდაცვლილი იყო.", - განაცხადა დოქტორმა ჰეზერ ჯარელმა, ნიუ-მექსიკოს სამედიცინო გამომძიებლის ოფისის მთავარმა სამედიცინო გამომძიებელმა.
ჰანტავირუსები მღრნელებისგა ვრცელდება, ძირითადად ექსკრემენტების, შარდის, ნერწყვის მეშვეობით და შეუძლია სერიოზული დაავადება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჰანტავირუსული პულმონარული სინდრომი და ჰემორაგიული ცხელება თირკმლის უკმარისობით.
"ვირუსის სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ტკივილებსა და ხველას და ზოგჯერ შეიძლება ღებინება და დიარეაც ერთვოდეს, რომლებიც სუნთქვის, გულისა და ფილტვის უკმარისობაში უკმარისობაში გადადის", განაცხადა ჯარელმა.
მისივე თქმით, ჰაკმანის ტესტი ჰანტავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა.
საბოლოოდ გამოძიებამ დააადგინა, რომ ჰაკმანი გარდაიცვალა დაახლოებით 18 თებერვალს - ამას მოწმობს მისი პეისმეიკერის ჩანაწერი. ხოლო არაკავა ბოლოს ცოცხალი იყო 11 თებერვალს.
მათი სხეულები 26 თებერვალს სანტა-ფეში მდებარე მათი უზარმაზარი სახლის სხვადასხვა ოთახში იპოვეს. პოლიცია გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ტექნიკური მუშაკი სხეულებს წააწყდა. მათი ერთ-ერთი ძაღლიც ასევე მკვდარი იპოვეს აბაზანასთან ახლოს.
შერიფის ოფისი გარდაცვალებებს აღწერს როგორც "საეჭვოს", და აცხადებს, რომ არ არსებობს დანაშაულის აშკარა ნიშნები და რომ სხეულებზე გარეგანი ტრავმის ნიშნები არ აღმოჩენილა.
მკვდარ ძაღლს ამჟამად ნეკროფსია უტარდება და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სავარაუდოდ ძაღლი შიმშილით გარდაიცვალა, ჰაკმანისა და არაკავას გარდაცვალების ქრონოლოგიიდან გამომდინარე, და რომ ძაღლები არ ავადდებიან ჰანტავირუსით.
კიდევ ორი ძაღლი ტერიტორიაზე ცოცხალი იპოვეს.