სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას28 წლის სოფო დარსალიასსიცოცხლე ემსხვერპლა. სოფო ორი შვილის დედა იყო. ის მესამე შვილზე იყო ორსულად.
იმ საბედისწერო დღეს სოფო სენაკში მანქანის საჭესთან იჯდა და სახლში, ძველ სენაკში მიდიოდა, შხეფის გზაზე საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
როგორც ირკვევა, დაშავებული ქალი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა ახალგაზრდა ორსული გოგოს გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
გაუსაძლისია ის ტკივილი, რასაც მომხდარით შეძრული ახლობლები განიცდიან. გლოვობს სენაკი, რადგან ახალგაზრდა გოგომ იქ ყველას შეაყვარა თავი. სოფო არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა, თუმცა ამ უმძიმესმა ტრაგედიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. თაზო ბენიძე სოფოს მეგობარი და თანამშრომელი იყო. ის ძალიან განიცდის მომხდარს, უსამძიმრებს ყველას, ვისაც გული ატკინა სოფოს გარდაცვალებამ.
- სოფო ჩემი მეგობარი და თანამშრომელი იყო. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. 17 მარტს 28 წლის გახდებოდა, ამ დღისთვის ვემზადებოდით ყველანი, რადგან მას ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღის აღნიშვნა და მართლა ლამაზ დღესასწაულს აწყობდა ხოლმე, მაგრამ თავს დაგვატყდა ეს თავზარდამცემი ამბავი. ჩვენი სოფო, ჩვენი კარგი მეგობარი არ გვყავს.
ჩვენ ერთი წელი ვმუშაობდით ერთად ბავშვთა გასართობ ცენტრში, სოფო ძირითადად დიზაინზე მუშაობდა, მაგრამ როცა ბავშვების გასართობად მივდიოდით გასართობ ფორმებსაც და შესაბამის როლსაც მშვენივრად ირგებდა. კარგად ართობდა ბავშვებს. ფოტოებიც კი დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე, ულამაზესი სოფო როგორ ართობს ბავშვებს. ძალიან ბედნიერი იყო, როცა ულამაზებდა ადამიანებს დღეებს, განსაკუთრებით უყვარდა ბავშვებისთვის სიხარულის მინიჭება. როგორც მეგობარიც, არაჩვეულებრივი იყო. ყველას გვერდში მდგომი, გულს ამოიღებდა და მოგცემდა.
სასწაული მეოჯახე იყო. სიგიჟემდე უყვარდა თავისი ოჯახი, მეუღლე შვილები. მართლა არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო სოფო. უბოროტო, უზომოდ კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელსაც ყოველი დღის გათენება უხაროდა. მის სახეზე სევდას ვერ ნახავდით. ძალიან პოზიტიური და მართლა სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. მითუმეტეს ახლა უბედნიერესი იყო, რომ გაიგო მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ...წაიკითხეთ სრულად