ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა შარშან მარტში გახდნენ პირველი საერთო შვილის - ვაჟის მშობლები, რომელსაც ილია დაარქვეს. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ერთი წლის თავზე ქეთი კვლავ ფეხმძიმედაა და ამჯერად, გოგონას ელოდება. სქესის გაგების ცერემონია ოჯახურად ჩატარდა - ქეთის და დავითის შვილები ესწრებოდნენ მათი პირველი ქორწინებიდან, და - პატარა ილია.