8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ყველა ქალი ერთმანეთის გვერდით დგას და ერთმანეთს აძლიერებს, იხსენებენ ჩაგრულ ქალებს და უუფლებო ქალებს, რომლებიც სამწუხაროდ, კვლავ ბევრნი არიან მსოფლიოში. ამ დღეს ქალები ცდილობენ, კიდევ ერთხელ უთხრან სამყაროს, რომ ისინი ამ სამყაროს ამშვენებენ და აუმჯობესებენ. და კიდევ ერთხელ ახსენებენ - რომ ქალი ძლიერია და ყველაფერი შეუძლია, ყველა სფეროში.
ამჯერად ცნობილი ქართველი ქალების სარვამარტო ფოტოსესიებს გადავავლებთ თვალს. და დავიწყებთ ნუცა ბუზალაძით, რომელმაც თამარ მეფის სტილი მოირგო და დაწერა სოციალურ ქსელში:
“გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს ყველა დაუმარცხებელ, ძლიერ და ბრწყინვალე ქალს! დღეს ვზეიმობთ ჩვენს სიმტკიცეს, ამბიციას და იმ უსაზღვრო მწვერვალებს, რომლებსაც მივაღწევთ. გავაგრძელოთ ბარიერების გარღვევა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ერთად წარმატებისკენ სვლა. ჩვენი დრო ახლაა, და ჩვენ ყველაფერს შევძლებთ".
შორენა ბეგაშვილმა თეთრი ვარდების თაიგულით მოიწონა თავი.
საგანგებო ფოტოსესიით წარდგა ლელა მებურიშვილი.
არაჩვეულებრივ ფორმაშიაა ლიზა ჩიჩუა, რომელმაც სულ ახლახან იმშობიარა.
თამუნა ვაშალომიძის სარვამარტო ფოტოსესია:
ფოტოსესია ჰქონდა მოდელ ლიკა მეტრეველსაც.
ლიკა კვარაცხელია დედის, ქალიშვილების და შვილიშვილების გარემოცვაში შეუერთდა საერთაშორისო დღის მილოცვას.
სამოგზაურო ფოტოებით წარდგა მანიკა ასათიანი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი დედასთან და ქალიშვილთან ერთად შეხვდა ამ დღეს.