"14 წლის ასაკში ავიღე პასუხისმგებლობა და უკვე 10 წელია ამ პასუხისმგებლობით მოვდივარ. მე იგივე ვარ" - გვეუბნებამომღერალი ბარბარა სამხარაძე.მის ცხოვრებაში 2023 წელს მნიშვნელოვანი რამ მოხდა-ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა.
წონაში საგრძნობლად დაიკლო და ამბობს, რომ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნო. როგორ გრძნობს ოპერაციის შემდეგ თავს, როგორ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე, რა შეცვალა ამ ყველაფერმა და რას ურჩევს სხვებს, ამაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს ამ ინტერვიუთი თავად ეტყვის.
ბარბარა სამხარაძე:
- ძალიან კარგად ვარ, მაქვს მუსიკალური სტუდია, სადაც ბავშვებს ვამეცადინებ და შეიძლება ითქვას, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით ჩემი ცხოვრების ოქროს ხანისკენ მივიწევ. მუდმივად უკეთესის მოლოდინში ვარ. ვცდილობ, რომ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ, უფრო მეტი და კარგი შევქმნა. ვაშენებ ჩემს მომავალს და წინ მივიწევ.
- ამისთვის ადამიანს მოტივაცია სჭირდება. ეს ყველაფერი როგორ შეძელი?
- არ ვიცი, ასე როდის გავიზარდე, მაგრამ როდესაც ვიგებ და ვხედავ, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს რომ რაღაც სტკივა, აწუხებს, რაიმე ტრაგედია დაატყდა თავს, ამას შინაგანად განვიცდი. მერე როდესაც ვიაზრებ, რომ ეს პრობლემა მე არ მაქვს და ამ დროს ისეთ უბრალო და უმნიშვნელო რაღაცებზე მიწუწუნია, ვხდები, რომ ჩემი წუწუნი დაუშვებელია. ასეთი დამოკიდებულება მერე მაძლევს მოტივაციას. მატერიალური პრობლემები საწუწუნოა, მაგრამ ხვდები, რომ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ახალი დღე რომ თენდება, ვცდილობ, იმ დღის მაქსიმუმი გავაკეთო, რომ უკან მოხედვა თამამად შევძლო. ყოველი დღე ნეგატივის გარეშე გავიარო, რადგან მე არ მაქვს ისეთი მძიმე პრობლემა, როგორიც შეიძლება სხვას ჰქონდეს.
- იმ წარმატების შემდეგ, რასაც 14 წლის ასაკში მიაღწიე, შენს ცხოვრებაში პრობლემა არაფერი ყოფილა?
- მანამდეც და მას მერეც გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუქანი ადამიანი", "მსუქანი ბავშვი", - ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული. არადა, თავად მე იმ სტანდარტს ვამკვიდრებდი, რომ „მიმიღე ისეთად, როგორიც ვარ და არავის საქმე არ არის, როგორი ვიქნები - მსუქანი, თუ გამხარი". ჩემი წონა კომპლექსს დიდად არ მიქმნიდა. და თუ კომპლექსი რაღაც დოზით მაინც არსებობდა, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ის სხვას დაენახა, გამომემჟღავნებინა. მე რომ კომპლექსები მქონოდა, სცენაზე არ დავდგებოდი. არ მინდოდა, კომპლექსებს ვემართე. თუმცა ძალიან ადრე ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ გახდომა მინდოდა. დაბადების დღეზე, ტორტზე სანთელს რომ ვაქრობდი, წონის დაკლებას ჩავიფიქრებდი ხოლმე... მგონია, რომ ამ დროს ჩაფიქრებულ სურვილს ყველაზე დიდი ძალა აქვს და ამაში ალბათ ყველა გოგო დამეთანხმება... განაგრძეთ კითხვა