პარიზში მოდის კვირეულის ფარგლებში ვალენტინოს ჩვენება გაიმართა, რომელზეც განსაკუთრებით აღსანიშნავი აღმოჩნდა ცნობილი მსახიობების - ნაომი უოტსისა და მისი ყოფილი ქმრის ლივ შრაიბერის 16 წლის ვაჟის სამუელ კაის გამოჩენა. როგორც ცნობილია, კაი ბავშვობიდან ამბობს, რომ გოგოა და მშობლებიც მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებაში.
მრავალფეროვანი კაბები, გრძელი თმა, ფერადი ჩანთები და მსუბუქი მაკიაჟი: ნაომი უოტსის ვაჟი სემიუელ კაი უკვე რეგულარულად ჩნდება საზოგადოებაში ისე გამოწყობილი, როგორც გოგონა. მსახიობი აღიარებს, რომ მას გენდერული სტერეოტიპების გათვალისწინების გარეშე ზრდის და საშუალებას აძლევს, ის ჩაიცვას და ისე გამოიყურებოდეს, როგორც თავად სურს. მას აღარც მოიხსენიებს, როგორც უმცროს ვაჟს, უბრალოდ უმცროს შვილს უწოდებს.
სამუელ კაი ადრეული ბავშვობიდან ამბობს, რომ გოგოა ბიჭის სხეულში დაბადებული. მშობლებიც იმ ასაკიდანვე არ ეწინააღმდეგებიან მის ამ რწმენას და ბავშვობიდან დადიოდა გრძელი თმით, კაბებით და ქალის სხვა ნივთებით. გარდატეხის ასაკიდან კი მაკიაჟით და მანიკურით დაინტერესდა.
კაი მსახიობმა 2008 წელს კოლეგისგან - ლივ შრაიბერისგან გააჩინა. მსახიობებმა ერთად 11 წელი იცხოვრეს, მაგრამ არასოდეს დაქორწინებულან. 2016 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ლივს შვილებთანაც აქტიური ურთიერთობა აქვს.
ლივი შვილებთან ერთად
მსახიობებს კიდევ ერთი ვაჟი, ალექსანდრი ჰყავთ. ის ემალება პაპარაცებს, უყვარს მოდური სპორტული ფეხსაცმელი და მთლიანად უგულებელყოფს სოციალურ, ბოჰემურ ცხოვრებას და ამით თავის თინეიჯერულ ამბოხს გამოხატავს.
ალექსანდრი და კაი
კაი ბოლო დროს მოდელობით დაინტერესდა. აქტიურად დაჰყვება დედას მოდის ჩვენებებზე და უკვე თავადაც გამოსცადა საკუთარი თავი მოდელის ამპლუაში.