2024-2025 სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 37 125 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. მათ შორის, ბაკალავრიატზე 5 621, მაგისტრატურაზე, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამასა და რეზიდენტურაზე კი 31 486 უცხოელი სტუდენტი ირიცხება. პროფესიულ პროგრამებზე 18 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იყო. აღნიშნულ პროგრამაზე ჯამში 33 854 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
- 1337 უცხოელი სტუდენტი მეცნიერების პროგრამაზე სწავლობს.
- 1298 უცხოელი სტუდენტი სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამაზე ირიცხება.
- 264 უცხოელი სტუდენტი საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგების პროგრამაზე სწავლობს.
- 260 უცხოელი სტუდენტი კი ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების პროგრამაზე სწავლობს.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებში 7 268, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 29 857 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
მათ შორის, ყველაზე მეტი ინდოეთის მოქალაქეა. Galt&Tagart-ის განათლების სექტორის კვლევის მიხედვით, საქართველო მე-9 ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ინდოელი სტუდენტები სასწავლებლად ირჩევენ.
- ინდოეთიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 604, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 16 715 სტუდენტი სწავლობს.
- იორდანიიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 322, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 2165 სტუდენტი სწავლობს.
- ისრაელიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 37, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 2173 სტუდენტი სწავლობს.
- სუდანიდან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 228, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 1546 სტუდენტი სწავლობს.
- გაერთიანებული სამეფოდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 45, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 1134 სტუდენტი სწავლობს.
- პაკისტანიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 315, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 871 სტუდენტი სწავლობს.
- ლიბანიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 104, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 876 სტუდენტი ირიცხება.
- ეგვიპტიდან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 627, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 423 სტუდენტი სწავლობს.
- აზერბაიჯანიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 376, კერძო უნივერსიტეტებში კი 484 სტუდენტი სწავლობს.
- რუსეთიდან საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 496, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში 155 სტუდენტი სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სულ 30 701 უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა. 2022-2023 სასწავლო წელს კი 25 069.
თამარ იაკობაშვილი