უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.
შემზარავი ისტორია ამით არ სრულდება - ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც. კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა. მძიმე შემთხვევაზე სკოლამ იცოდა და შესაბამისი რეაგირებაც ჰქონდა. ახლა დები ამ სკოლაში აღარ სწავლობენ, დირექტორი კი დეტალებზე საუბარს ერიდება.
სკოლის, კლინიკისა და სოციალური მუშაკის ინფორმირების შემდეგ დაწყებულ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს დებმა. "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, მათ დაასახელეს ყველა ის ადგილი, სადაც 50 წლის კაცი დანაშაულს სჩადიოდა. მათი ჩვენებების შემდეგ, დაკავებულს ბრალი სულ უფრო და უფრო უმძიმდებოდა, თუმცა, "კურიერი P.S.-ის" ინფორმაციით, მამაკაცი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო