ოჯახში ჰარმონია აუცილებელია - აქ ბედნიერად და კომფორტულად უნდა ცხოვრობდნენ მშობლებიც და შვილებიც. ერთ-ერთი რთული ეტაპი მაშინ დგება, როცა სახლში რამდენიმე პატარა ბავშვია და დედას ერთდროულად ბევრი საზრუნავი აწვება მხრებზე. ამიტომ დავინტერესდით და ვკითხეთ უკვე გამოცდილ მშობლებს, რომელი ასაკობრივი შუალედი ჯობს შვილებს შორის. ვფიქრობთ, მათი გამოცდილება ბევრ ახალბედა მშობელს გამოადგება.
- "იდეალური მგონია 4-5 წელი. გაზრდაზეც, სწავლაზეც და გზაზე დაყენებაზეც. ყველას აქცევ სათანადო ყურადღებას, გარკვეულ ეტაპზე"
- "ჩემს შვილებს შორის სხვაობა 15 წელია. ჩემთვის იდეალურია ამხელა სხვაობა, ძალიან მეხმარება უფროსი - მიდის პროდუქტებზე, სახლის საქმე თუ ბავშვის დაჭერა, ყველაფერში გვერდით მიდგას"
- "5 წელია ჩემს ბავშვებს შორის, იდეალური სხვაობაა, ჩემი აზრით. უფროსს ისე უყვარს პატარა გიჟდება, უკვე გათვითცნობიერებულია და ეჭვიანობა არ ქონია."
- "მე მივაყოლე 4 შვილს შორის - 1 წელი და 1 თვე იყო შუალედი. ეს ყოვლად დაუშვებელია. ორგანიზმმა უნდა აღიდგინოს და რეაბილიტირება უნდა მოხდეს მთლიანი სისტემის. 5წ- დან 3წ- მდე არის ნორმალური შუალედი."
- "ფეხიც არ ჰქონდა ადგმული უფროსს, მეორე გავაჩინე. ტყუპი უფრო იოლად გასაზრდელი იქნებოდა."
- "2 წელი საკმარისია. დედ-მამიშვილები ერთად რომ იზრდებიან, ერთად თამაშობენ, ერთად ერთობიან, ერთად სძინავთ და კინკლაობენ კიდეც, მაშინ ყალიბდება მათ შორის ნამდვილი და ურყევი სიყვარული. მე არ ვამბობ, 7 წელი რომ სხვაობაა ბავშვებს შორის, მათ ნაკლებად უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ასე თითქოს ორი დედისერთა იზრდება ცალ-ცალკე. სხვა საკითხია მშობლებისთვის რამდენად კომფორტულია "
- "4 წელი შესანიშნავია - აბიტურიენტობის პერიოდში გაქვს ამოსუნთქვის საშუალება. სტუდენტობის დროსაც. ჩემს მდგომარეობას კარგად მოერგო 4 წელი."
- "ჩემ შვილებს შორის 2.4 წელია სხვაობა, რა თქმა უნდა რთულია, მით უფრო, თუ მარტო გიწევს გამკლავება, მაგრამ ახლა ერთი 4.5 წლისაა, მეორე 2.1 და ყველაზე დიდი ბედნიერებაა მათი ურთიერთობის ყურება, საუკეთესო მეგობარი ვაჩუქე ორივეს, ერთმანეთის სახით. ალბათ დიდ ასაკობრივ სხვაობაშიც არის თავისი ხიბლი, მაგრამ მე იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი.
- "ჩემი 5 წლით არის დიდი და სულ ჩხუბობენ. უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მშვიდი ბავშვია და დაც ძალიან უნდოდა, რეალობაში არ აღმოჩნდა ისე, როგორც წარმოედგინა და ეჭვიანობის მომენტი მაინც აქვს."
- "მიყოლებით სჯობს. პირველი სკოლაში რომ წავა, დანარჩენებიც უკვე მოზრდილები იქნებიან და ბაღში ივლიან და მოსწავლისთვის მეტი დრო გექნებათ."
- "5 დედმამიშვილი მყავს 18, 16, 15, 14, 13 წლით უფროსები. მე რაც მახსოვს, ყველა გათხოვილ დაოჯახებული იყო. გავიზარდე მარტო. რამდენჯერ მიტირია, მეც მინდოდა და ან ძმა. კი, დიდი სიყვარული გვაქვს, ერთმანეთისთვის თავსაც გავწირავთ, მაგრამ უფრო დიდი სიყვარული მექნებოდა, თანატოლები ერთად გავიზრდებოდით. მე ჩემი დედმამიშვილებისთვის უფრო შვილივით ვიყავი.""თუ დამხმარე გყავთ(რომელსაც აქვს დახმარების და ხელშეწყობის სურვილი), და კარიერაზეც ფიქრობთ, მიყოლებით უფრო კარგი მგონია. თუ დამხმარე არ გყავთ, 3-4 წელი."
- "ყველა შუალედს მივესალმები გარდა 6 წლისა, როდესაც სახლში პირველკლასელი და წლამდე ასაკის პატარა გყავს.ურთულესია"
- "მატერიალურ შესაძლებლობებს გააჩნია. თუ მშობელს შეუძლია უზრუნველყოს სწავლის გადასახადი ისტერიკებისა და დამადლების გარეშე, მაშინ რაც უფრო ცოტაა, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში - 5 წელი".
- "უფროსი 18 წლისაა,პატარა 1 წლის. აღარაფერი აღარ მახსოვს, ფაქტურად თავიდან ვსწვლობ ყველაფერს."
-
"ერთი რომ სკოლაში წავა, მეორე ბაღში რომ წავიდეს - ეგ შუალედია იდეალური."
- "მე როდესაც ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად, მაშინ გავაჩინე მეორე და კი გამომივიდა შუალედი 10 წელი.პირველი შვილის 24 წლის ასაკში შემეძინა".
- "4-5 წელი საუკეთესო შუალედია. უფროსი ბავშვიც ამ ასაკში იაზრებს და აღიქვამს დედმამიშვილის მიღებას. ასევე დედაც რომ ადეკვატური და ჯანსაღი ფსიქიკის დარჩეს".
- "7-წლიანი სხვაობა მაქვს, იდეალურია"
- "16 წლის ბიჭი მყავს და 2 წლის გოგო. იდეალურია ჩემთვის, რაც კი სჭირდებოდა ყურადღება, არ მომიკლია ჩემი ბიჭისთვის იმ ბავშვურ ასაკში, როცა სულ მის სიახლოვეს უნდა ვყოფილიყავი ყველაფერში. ახლა ერთად ვზრდით სიყვარულით დაიკოს."
- "მიყოლებით ჯობს, ერთად იზრდებიან, არ ვგულისხმობ შვიდ და თერთმეტს,ორი-სამიდა მთელი ცხოვრების თავისუფლება წინ გაქვთ მეუღლეებს, ასე თუ ისე..."
- "ჩემს შვილებს შორის სხვაობა 12 წელია და მშვენივრად გრძნობენ თავს."
- "3-5 დან 5 წლამდე არის იდეალური, ასე მგონია. მე თავად თითქმის 9-წლიანი შუალედი გამომივიდა და ეგ ძალიან ბევრია, მაგას ისევ მიყოლება ჯობია."
- "ბავშვებისთვის ასაკობრივი სხვაობა რაც ნაკლებია, მით უკეთესი, რადგან ერთმანეთთან თამაშობენ, საერთო მოგონებები აქვთ, ფაქტობრივად სულ ერთად არიან, ბევრი საერთო მეგობარი ჰყავთ, ერთმანეთისგან სწავლობენ ბევრ რამეს. არ იზრდებიან ეგოისტები დათმობაც იციან. აი, დედისთვის კი ალბათ უფროსი რომ 16 წელს გადაცდება და მარტო გაუშვებ ქუჩაში, მერე რომ გააჩინო პატარა, ნამდვილად ჯობია. ორი ბავშვი არ გეყოლება სკოლებში სატარებელი. მე მოყოლებული მყავს,,ერთმანეთს კი ართობენ, მაგრამ ახლა მე მკითხეთ, როგორი გრაფიკი მაქვს"
- "5-7 წელი მხოლოდ ბავშვებზე ფიქრი არასწორია. მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მენტალური, ფიზიკური, ფსიქიკური - ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს ნორმას და შემდგომ იფიქრო მეორეზე"
- "10 წელია ჩემს შვილებს შორის განსხვავება. რაღაც მხრივ კარგია, თუმცა აქვს მინუსებიც, ორივეს სხვადასხვანაირი ყურადღება სჭირდება, რაც დამხმარეს გარეშე შეუძლებელია"
- "მეტი ასაკობრივი სხვაობა ჯობია ყველა მხრივ. მხოლოდ ისაა რთული, ამდენი წელი რომ მუშაობ ადამიანი და უცებ სახლში გიწევს ჯდომა. ჩემი ბიჭი ერთი დისგან 13, ხოლო მეორე დისგან 16 წლით არის უფროსი. შუათანა დის გაზრდაში ძალიან მომეხმარა."
- "უფროსი რომ სკოლაში გეყოლებათ გასამწესებელი, მაშინ არ არის რთული1 წლამდე ჩვილი. ვერ მოახერხებთ ყურადღების გადანაწილებას. 2-3 წელი კარგი შუალედია. და-ძმებიც უფრო მეგობრულები არიან. 7 და 8 წელი სხვაობა ძალიან დიდია ბავშვობაში."