კონსტანტინე მელაძის ქალიშვილი ლია ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად ჩნდება შოუბიზნესში. ორიოდე წლის წინ უკრაინულ შოუში წარდგა მაყურებლის წინაშე, "ახალ ხმაში". მაშინ გოგონას ნამღერით ჟიურის ოთხივე წევრი მოიხიბლა და შემობრუნდა. შემდგომ ეტაპებზეც გადავიდა პროექტში, თუმცა ბოლოს გამოეთიშა შოუს.
ლია 2004 წელს არის დაბადებული. ბავშვობიდან მღერის, მუსიკალურ სკოლაშიც მიიყვანეს მშობლებმა, ვიოლინოზეც უკრავდა 4 წელი, მოზარდობისას კი საკუთარი ჯგუფიც ჰქონდა, რომელშიც სოლისტად გამოდიოდა. შემოქმედებით ოჯახში გაზრდილს სითამამე არ აკლდა და მამაც უწყობდა ხელს, რომ სიმღერა ჰყვარებოდა.
ლია კონსტანტინისა და მისი პირველი ცოლის, იანას შუათა ქალიშვილია. წყვილმა ერთად 19 წელი იცხოვრა და სამი შვილი გაუჩნდათ, მერე კი კონსტანტინმა ოჯახი დაანგრია და ვერა ბრეჟნევა შეირთო ცოლად.
მამასთან ძალიან მეგობრობს და პროექტში მონაწილეობის დროსაც კონსტანტინ მელაძე შვილს ეხმარებოდა.
გარკვეული პერიოდი მსახიობობაც სვადა და ახალგაზრდულ იუთუბ-სერიალში თამაშობდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ლია უკრაინიდან წავიდა, თუმცა ამბობს, რომ ოცნებობს მშობლიურ კიევში დაბრუნებაზე. ისწავლა უცხო ენები, დაკავდა სპორტით. 2022 წლის სექტემბერში ამერიკაში გაემგზავრა სასწავლებლად და დღესაც იქ სწავლობს. ხშირად იმეორებს, რომ უკრაინელია და უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებს. მამაზე არ წერს, დედასთან ერთად კი რამდენიმე ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.
ახლა კი მოულოდნელად ახალი ფოტოსესიის კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ჩანს, გოგონა სამოდელო სფეროში ცდის ძალებს.