ეს საშინელი ამბავი იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა. ტეხასის მოსამართლემ 49 წლის მამაკაცს, დენიელ შვარცს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 8 წლის გოგონა, რომელიც მან იშვილა, სწორედ მისი და მისი მეუღლის გამო გარდაიცვალა...
2023 წელს გოგონას მშვილებელ დედას, ეშლი შვარცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დენიელი კი მოგვიანებით დააპატიმრეს.
ჯეილინი და მისი და - ჯეიდი წყვილის მეურვეობის ქვეშ მაშინ მოექცნენ, რაც პატარა გოგონების დედას, დენიელ შვარცის ნახევარდას, ალიშას, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულების გამო შვილებზე მეურვეობა ჩამოართვეს. ამის შემდეგ, გოგონებზე პასუხისმგებლობა დენიელმა და მისმა მეუღლემ აიღეს. ისინი ბავშვებს 4 წლის განმავლობაში ზრდიდნენ. გარედან ჩანდა, რომ მოსიყვარულე მშობლები იყვნენ, ბავშვებს არაფერს აკლებდნენ, მაგრამ არავინ იცოდა, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა...
2020 წლის აგვისტოს ბოლოს წყვილი რაღაცაზე გაბრაზდა, უბრალო სიცელქეზე. გადაწყვიტეს, 8 წლის ჯეილინი სასტიკად დაესაჯათ...
გოგონას არაფერი აჭამეს. არც წყლის დალევის უფლება მისცეს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. გარეთ 43 გრადუსი სიცხე იყო, იმდენად ცხელოდა, რომ მშობლები შვილებს ეზოშიც კი არ უშვებდნენ, რომ მზის დარტყმა არ მიეღოთ. ცოლ-ქმარმა კი 8 წლის ჯეილინი, დასჯის მიზნით, გარეთ გააგდო და 43 გრადუსში აიძულეს, ბატუტზე შეუსვენებლად ეხტუნა... ამ დროს ბატუტის ზედაპირიც გავარვარებული იყო.
პატარა ჯეილინის გულმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლო. ბავშვმა გარკვეული პერიოდის შემდეგ გონება დაკარგა და გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გაუწყლოებაც გახდა, რადგანაც მას მშვილებელი მშობლები წყლის დალევის უფლებას არ აძლევდნენ.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვებს სისასტიკე არც იქამდე აკლდათ და ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ.
ჯეილინის გარდაცვალების შემდეგ, პირველი მისი მშვილებელი დედა დააკავეს. ქალი ამტკიცებდა, რომ 8 წლის გოგონა ბატუტზე საკუთარი სურვილით თამაშობდა. თუმცა, გამოძიებამ საპირისპირო დაამტკიცა. ეშლის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
შემდეგ დენიელი დააპატიმრეს. მამაკაცმა დანაშაული აღიარა. თუმცა, სინანული სულაც არ აწუხებდა.
"ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩემს შვილს ცოცხალს ვეღარ ვნახავ. დამშვიდობებაც კი ვერ მოვასწარი..." - თქვა გოგონას ბიოლოგიურმა დედამ, ალიშამ.
დენიელს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც The Daily Mirror წერს, ოჯახს სხვა ბავშვებზე მეურვეობაც ჩამოართვეს.