როგორც ცნობილია, ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება. ეს მისი და მისი მეუღლის - სპორტსმენისა და პოლიტიკოს დავით კაჭარავასთვის მეორე საერთო შვილი იქნება. მათი პირველი ვაჟი ილია ახლახან გახდა ერთი წლის.
წინა ქორწინებებიდან ორივეს ჰყავს უფროსი შვილები.
მესამე ორსულობის შესახებ ქეთიმ ცოტა ხნის წინ აუწყა საზოგადოებას, როცა სქესის გაგების ოჯახური ცერემონიის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ წყვილი გოგონას ელოდება.
ქეთი ორსულობის მეოთხე თვეშია და როგორც წინა ორსულობისას, ახლაც აქტიურად ვარჯიშობს. ვიდეოებს სხვა ორსულებსაც უზიარებს და რჩევებს აძლევს, როგორც გამოცდილი სპორტსმენი.
"მე-17 კვირა.
მე-3 თვიდან ვარჯიში სტაბილურად განვაახლე და კვირაში 2 დღე ვვარჯიდობ. ყველა მოძრაობას ვაკეთებ 10-10 ჯერ, 2 წრეს. შესვენებებით და ნაჭამზე, თორემ ისე თაბრუ მეხვევა.
გახსოვდეთ, მთავარია, მიიღოთ სიამოვნება და არა დაღლა. თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია".