მიუხედავად ყველა წარუმატებლობისა და კრიტიკისა, მეგან მარკლი წინსვლას განაგრძობს და ახალ პროექტებში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ მისი კულინარიული შოუ "სიყვარულით, მეგანი" დაიწყო. პრინცი ჰარი ყველაფერში მხარს უჭერს თავის მეუღლეს და სჯერა მისი წარმატების. თუმცა, მამაკაცს ერთი პირობა აქვს — მეგანმა არ უნდა ჩართოს გადაღებებში მათი შვილები.
"ჰარი ძალიან ამაყობს მეგანით ამ ახალი შოუს გამო. უხარია, რომ მთელი მსოფლიო ნახავს, როგორია ის სინამდვილეში. მაგრამ ნამდვილად არ სურს, რომ მისი შვილები ამაში მონაწილეობდნენ," — განაცხადა ინსაიდერმა.
ჰარის არ სურს, რომ არჩი და ლილიბეტი გამოჩნდნენ შოუში, რადგან პირადი გამოცდილებით იცის, როგორია, როდესაც მილიონობით ადამიანი გაკვირდება. პრინცი აღიარებდა, რომ სძულდა საჯაროდ ფოტოგრაფირება და ხანდახან პანიკური შეტევებიც კი ჰქონდა. ახლა მისი შფოთვა შვილებზეც გავრცელდა. მას ესმის, რომ შოუს გამო ინტერესი მეგანის და მისი ოჯახის პირადი ცხოვრების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.
ჰარი ფოკუსირებულია იმაზე, რომ არჩის და ლილიბეტს მისცეს ის ზრუნვა და ყურადღება, რომელიც თავად არ მიუღია მამისგან ბავშვობაში. მან ღიად ისაუბრა იმაზე, რომ არ სურს იმ შეცდომების გამეორება, რომლებიც ჩარლზ III-მ დაუშვა მისი და პრინც უილიამის აღზრდისას. "არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ, რაც მე, არ მსურს ის შეცდომები გავიმეორო, რაც მამაჩემმა დაუშვა" - ამბობს ის. სასექსის ჰერცოგების მიმართ არსებული კრიტიკის მიუხედავად, შეუძლებელია არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჰარი შესანიშნავი მამაა. მაშინ როცა მარკლი აქტიურად ერთვება თავის ახალ ბიზნესში, პრინცი სიამოვნებით რჩება სახლში შვილებთან ერთად.
"მისი კავშირი არჩისთან საოცარია, ჰარი ყოველთვის იყო მოსიყვარულე მამა. არჩი თავისი მამის მინიატურული ასლია და ყველაზე მეტად "მამა-შვილური თავგადასავლები" უყვარს, იქნება ეს სერფინგი, ველოსიპედით სეირნობა თუ უბრალოდ აუზში თამაში," — ამბობს სამეფო ოჯახის ინსაიდერი.
მშობლები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან თავიანთი შვილების პირად ცხოვრებას. 2025 წლის დასაწყისში მარკლმა განაახლა თავისი სოციალური ქსელების წარმოება. და ახლა ის უფრო ხშირად აზიარებს არჩის და ლილიბეტის ფოტოებს, თუმცა ყველა ფოტო ზურგიდანაა გადაღებული. ბავშვების სახეებს ჰერცოგები მაინც არ აჩვენებენ.
ცოტა ხნის წინ, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მეგანმა საყვარელი ფოტო გააზიარა, რომელზეც ჰარი შვილთან ერთად კატერით სეირნობს. კადრში ლილიბეტი მამის მუხლებზე ზის, ხოლო ის სიყვარულით კოცნის მას თავზე. ამ უწყინარ ფოტოზეც კრიტიკოსებმა კვლავ იპოვეს კრიტიკის მიზეზი. ბევრ მომხმარებელს გააოცა იმ ფაქტმა, რომ ფოტოზე სამი წლის გოგონას სამაშველო ჟილეტის გარეშე იჯდა.