მაკა ზამბახიძეს დაბადების დღე აქვს. ცნობილი მომღერალი 42 წლის გახდა. დაბადების დღეს ოჯახის წევრები, კოლეგები, მეგობრები და გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ულოცავენ. პირველები, რასაკვირველია, მისი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ერთობლივ ფოტოებსა და თბილ სიტყვებს უძღვნიან მაკას.
ქალიშვილმა, ასევე მომღერალმა სალომე ჩიტაძემ ემოციური სიტყვებით და მასთან და მის ვაჟთან - მიქაელთან ერთად გადაღებული ფოტოებით მიულოცა. მაკა დიდ დროს ატარებს შვილიშვილთან და მის ვიდეოებსაც ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
"ჩემი შავგვრემანი მერილინ მონრო. დახვეწილი, ელეგანტური, მშვენიერი და თავისი საქმის უბადლოდ შემსრულებელი ადამიანი. ჩემი დედიკო", - წერს სალომე.
ასევე ერთობლივი ფოტოებით და თბილი სიტყვებით ულოცავს დაბადების დღეს საყვარელი მეუღლე - მიხეილ ჩოხელი, რომელიც მაკას ხშირად ახლავს კონცერტებზე, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და ის და მაკა ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და მეგობრულ წყვილად მიიჩნევიან.